...თემა პოლიტიკურია, ზოგადად ფორუმს ეხება და კონკრეტულად პოლიტგანყს!
ჯერ ზოგად-პოლიტიკურა დაგისვამთ საკითხს იუზერნო - თუ თემა არ შეიცავს უწმაწურობას, ვინმე სამოქალაქო პირის, იუზერის ანმოდერის პირად შეურაცჰყოფას:
1) რამდენად მართებულად და დემოკრატიულად მიგაჩნიათ თავისუფალი სიტყვის ცენზურა ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური ნიშნით?!
2) რამდენად ჯდება მიუკერძოებელი მოდერაციის ცარჩოებში, თემაზე ან მის ავტორზე განხორციელებული ცენზურა(თემის გაუფრთხილებლად დახურვა, იუზერზე ვორნი ან ბანი) ამ თემის კრიტიკული ფორმატის გამო(აკადემიური, ლირიული,გროტსკული, პაროდიული)?!
3)რამდენად მართებულია და კომპეტენტურია მოდერის მხრიდან თემათა გაერთიანება ამ თემათა სათაურებში არსებულ სიტყვათა და ასოთა მსგავსების გამო?!
...მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ეს ფორუმი ბევრმა ჩემმა პატივსაცემმა იუზერმა დატოვა და სხვა "ფაბლიკ სივრცეში" გადაბარგდა...ამიტომაც, ვისაც ხელეწიფება ამ ფორუმის მოდერაცია, მათთან მებადება კითხვა - ვის წისქვილზე ასხამთ წყალს, მაინცადამაინც ისეთი ჯოგი გინდათ თავიანთ ალტერნიკებს და სელფებს რომ ეთანხმებიან, ულაიქებენ და ეკამათებიან, თუ -თავისუფალ ადამიანთა შეხედულებათა და მოსაზრებათა სივრცე, სადაც საკითხზე მსჯელობაც შეიძლება და სიცილიც, ყოველგვარი პარტიული ისტერიკებისა და გმინვის გარდა?! პ.ს.: აბა თქვენ იცით - ეს თემაც მიაბოქლომეთ, არ შეჩერდეთ და წაუსნიკერსეთ!