ვიდრე იმის გამო დაუწყებდეთ ლანძღვას, უცხოელი რომ არის, ჯერ მის ვოლს გადახედეთ:
https://www.facebook.com/sosoaleksanderi?fref=tsსოციალურად ძალიან აქტიური და ყოჩაღი ბიჭია და ალეკო ელისაშვილთან ერთად იბრძვის თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად...
ბრწყინვალედ ფლობს ქართულ ენას თავისი სლენგებით, თბილისური და კუთხური კილოებით და ბევრი უცხოელისათვის ძნელად გასაგები ქართული იუმორიც კი აქვს დამუღამებული...
ეს ინფო:
საქართველოში მცხოვრებმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა შესაძლოა საკრებულოს წევრობაზე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი საკუთარ ფეიბუქგვერდზე აქვეყნებს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, მისცემს თუ არა ცესკო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას, რადგან იმისათვის, რომ პირი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, რეგისტრაციამდე საქართველოში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, მას კი ამისთვის დაახლოებით ერთი თვე აკლდება.
ამის მიუხედავად, ჯოზეფ სმიტმა დოკუმენტების შეგროვება უკვე დაიწყო. როგორც ის ამბობს, ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებს.
ეს მისი ინტერვიუ მძიმე კაცთან, სადაც ამ ქართველმა ვაჟბატონმა ბრიტანელ კაცს ვერაფრით ვერ ათქმევინა ცუდი ქართველებზე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონდომებით ეცადა:
ქართველებმა ვერ გაამართლეს და იქნებ ქართულ პოლიტიკაში ევროპელების შემოსვლამ გვიშველოს, კორუფციონერები მაინც არ იქნებიან...

ბოკერია-უგულავა-ნარმანიებს ხომ მაინც აჯობებს...
საბურთალოზე იყრის კენჭს და მე პირადად მხარს დავუჭერდი, საბურთალოელი რომ ვიყო...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)