ქოცებო, ახტუნგ, მოძრაობა გააკეთეთ
ხურვალეთთან ახლოს, 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო
14:58 12-09-2017
ხურვალეთთან ახლოს, 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს.
ადიკაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...ba-daitsyo.html