მოდერებო ეს თემა რომელიმე ჭორბიურო თემაში არ გადაიტანოთ 798-ე გვერდზე, კრიპტოვალუტებისთვის არის შესაბამისი განყოფილება და ვინმეს ტექნიკური და სხვა დეტალები თუ აინტრესებს აქ შებრძანდით (
ელექტრონული კომერცია )
მოკლედ ჩემი ინიციატივა იმაში მდგომარეობს რომ ქართულმა ბანკებმა მაქსიმალური სიმარტივით დააფინანსონ ხალხი მაინინგზე იმ პირობით თუ სხვადასხვა კრიპტოვალუტებს უცხოურ ქვეყნებში გაანაღდებენ დოლარში და შემდეგ მოხდეს უკვე პირად ადგილობრივ ანგარიშებზე თანხის გადმოქაჩვა, ჩემი აზრით ეს დოლარის დეფიციტზე დადებითად იმოქმედებს და ჩვენი ბანკები თუ კარგად ივაჟკაცებენ და გაიყვანენ ხალხს საჭირო მაშტაბებზე ეკონომიკას დაეტყობა კვალი.
ნუ მე მაინც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების აზრი მაინტერესებს, ანუ გამომუშავებული კრიპტოვალუტის უცხოეთშივე დოლარში კონვერტაციას და შემდგომ დოლარის გადმორიცხვას და ის თუ რამდენად პირდაპირ კავშირშია ლარის გამყარებასთან და ეკონომიკის ზრდასთან ასეთი დოლარის შემოდინება ?