1-ლი ეტაპი (2 პერიოდი) * 1-ლი პერიოდი - 14 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე არის შესაძლებელი, რომ ბილეთის ყიდვაზე შეიტანო განაცხადი. თუ განაცხადების რაოდენობამ გადააჭარბა გამოყოფილი ბილეთების რაოდენობას, ჩატარდება შემთხვევითი წილისყრა, ყველა განაცხადს თანაბარი შანსი ექნება. პასუხი იმის შესახებ მოიგეთ თუ არა ბილეთის ყიდვის უფლება ცნობილი გახდება 16 ნოემბერს.
* მე-2 პერიოდი - 16-დან 28 ნოემბრის ჩათვლით ცოცხალ რიგზე გაიყიდება, ადგილზე.
მე-2 ეტაპი (2 პერიოდი)ყველაფერი ზუსტად იგივენაირად ხდება, ოღონდ ამ დროს უკვე ჯგუფები ცნობილი იქნება (1 დეკემბერს არის ფიფას წილისყრა.) 1-ლი პერიოდი (ბილეთების გათამაშება ონლაინ განცხადებების მფლობელებზე) ჩაივლის 5 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით.
მე-2 ეტაპი (ცოცხალი რიგი) 13 მარტიდან 3 აპირლის ჩათვლით.
"ბოლო მომენტში" ყიდვის შანსი:ეს ეტაპიც ჩაივლის ცოცხალი რიგის პრინციპით 18 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით (ბოლო დღეებამდე მოკლედ)
რომელი ბილეთების ყიდვა არის შესაძლებელი 1-ლ ეტაპზე? * ბილეთი ჩემპიონატის კონკრეტულ ეტაპზე: მაგალითად მინდა გახსნით მატჩზე დასწრება, ან ფინალზე, ან ერთ-ერთ ნახევარფინალზე (თუმცა გუნდები არ მეცოდინება რადგან ამ დროს წილისყრა ჯერ ჩატარებული არ იქნება).
* ბილეთების პაკეტი კონკრეტულ სტადიონზე: აქ გამოყოფილია ჯგუფურის ბილეთები კონკრეტული სტადიონისთვის, გახსნითი მატჩის გარდა. 1/8 ფინალები და მატჩი მე-3 ადგილისთვის. (მაგალითად უკვე ცნობილია რომ ბილეთების პაკეტი სტადიონისთვის "ლუჟნიკები" მოიცავს ჯგუფურის 3 მატჩს და 1 მერვედფინალს).
* კონკრეტული ნაკრების ბილეთების პაკეტი: ეს პაკეტი მოიცავს კონკრეტული ნაკრების 3-დან 7 მატჩამდე ბილეთების პაკეტს. მისი ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ გაყიდვების 1-ლ ეტაპზე.
* მე-4 კატეგორიის ბილეთები: ეს არის ბილეთების ცალკე კატეგორია რომელიც გამოყოფილია კონკრეტულად რუსეთისთვის და მისი მოქალაქეებისთვის და მისი ფასი დაიწყება 1280 რუბლიდან (სადღაც 50 ლარი).
გულშემატკივრის პასპორტი:რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ასევე აუცილებელია ე.წ. "გულშემატკივრის პასპორტის" ქონა. გირჩევთ მის მისაღებად განაცხადი შეავსოთ ბილეთის ყიდვის უფლების მოპოვების(წილისყრაში გამარჯვების) დასტურის მიღებიდან რაც შეიძლება მალე. სტადიონზე შესასვლელად საჭირო იქნება ბილეთისა და ამ პასპორტის წარდგენა. ასევე ამ პასწპორტის წყალობით უვიზოდ შეხვალთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ისარგებლებთ ორგანიზატორ ქალაქებს შორის უფასო ტრანსპორტით და უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მატჩის დღეს.
მოკლედ ეს გულშემატკივრის პასპორტი არის ვიზის პონტი, თან ანტიტერორისრული მექნიზმია, შევსებიდან ბევრი დრო აქვთ შენი მონაცემების შესამოწმებლად. ამის გარეშე ვერსად ფეხს ვერ შეადგამ.
ე.ი. აქ ყველაზე ჩახლართული არის პირველი ეტაპი, არ იცი რა თამაშები იქნება, უბრალოდ ირჩევ ან კონკრეტულ სტადიონს, ან კონკრეტული ნაკრების მატჩებს (თუმცა არ იცი ეს ნაკრები რამდენ ეტაპს გაივლის და ამიტომ ბრმად უნდა იყიდო ბილეთების რაოდენობა), ან ირჩევ კონკრეტულ ეტაპს, სიტყვაზე ნებისმიერი ნახევარფინალი (თუმცა აქაც არ იცი რა გუნდები იქნებიან, მაგრამ ფეხბურთი გიყვარს ძალიან და მაგრად გკიდია ვინ ითამაშებს

)
აი, მეორე ეტაპიდან უკვე ჯგუფები ცნობილია, სავარაუდოდ ის ბადეც ცნობილი იქნება ვინ ვის შეიძლება დაეჯახოს და ასე თუ ისე უკვე გააზრებულად ყიდულობ ბილეთებს.
ის არ წერია ბილეთი კონკრეტულ პიროვნებაზე გაიცემა თუ სიტყვაზე გაჩუქებაც შეუძლია.
This post has been edited by Dovi on 13 Sep 2017, 21:26
https://youtu.be/xpwhTi3pwu8?t=1396 ძუძუ ძმაო.