იყიდება ან იცვლება ერთერთი საუკეთესო ბრენდის Acer - ის ძლიერი მონაცემების მქონე ლეპტოპი Acer Aspire V5-571-6869, 15.6 დიაგონალიანი ეკრანით. ლეპტოპი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდეა დატესტილი, როგორც პროგრამული ისე ტექნიკური მხარე და იდეალურ მდგომარეობაშია. რაც შეეხება ვიზუალს, ლეპტოპი ყოველგვარი ნაჩხაპნებისა და ბზარების გარეშეა
რაც შეეხება მონაცემებს, ლეპტოპს აქვს 500 GB მყარი დისკი (ვინჩესტერი), 6 GB ოპერატიული მეხსიერება DDR3 ზე და მძლავრი პროცესორი i5 ზე, ორი ფიზიკური ბირთვით 1.7 Ghz ზე(რომელიც ტურბო ბუსტზე 2.6 Ghz ზე დგება) და 4 ნაკადით, რომელიც უზრუნველყოფს ნოუთბუქის სწრაფ და გამართულ მუშაობას. პროცესორს ასევე აქვს საკმაოდ კარგი ინტეგრირებული ვიდეოკარტაც HD 4000. ლეპტოპს მოყვება ორიგინალი დამტენი
ვიზუალის მხრივ ლეპტოპი არის ძალიან თხელი და მსუბუქი, რითაც უფრო მარტივდება მისი გადაადგილება.
გარდა ამისა ლეპტოპი გამოირჩევა დაბალი ტემპერატურითაც, რის შედეგადაც ტემპერატურისგან გამოწვეული ჭედვები და დისკომფორტი უცხოა მისთვის.
ლეპტოპს აქვს ძალიან მძლავრი Wi - Fi მიმღები და ელემენტი, რომელიც საათზე მეტ ხანს ძლებს.
მონიტორზე მისაერთებლად ლეპტოპი უზრუნველყოფილია HDMI პორტით, ასევე აქვს USB პორტი, HDMI პორტი და დისკის წამკითხველი/ჩამწერი DWD ROM ი
ერთადერთი ხარვეზი რაც ლეპტოპს აქვს ეს არის 2 პრობლემური USB პორტი, 3 პორტიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, (ერთი ხან მუშაობს ხან არა), თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც მისი შეკეთება წარმოადგენს დიდ პრობლემას
გაყიდვისას ლეპტოპი დაიტესტება მყიდველთან ერთად
ფასი არც მეტი არ ნაკლები 500 ლარი. მაწყობს გაცვლაც კომპიუტერის დეტალებში ერთი ერთში, ჩემგან ან თქვენგან თანხის დამატებით