ამ ბოლო დროს არ ვყოფილვარ, მაგრამ გამორჩეულად ლამაზი ბუნება და სუფთა ჰაერი ვფიქრობ არ არის.
თუმცა კუს ტბის ზემო ბილიკებზე შეიძლება სეირნობა, გააჩნია როგორი ველო გყავს - სამთო ველოთი შეძლებ სიარულს.
თუ მანქანაც გყავს და ველოსიპედიც, მაშინ კიკეთი - მანგლისის მხარესაც ლამაზი ბუნებაა, ხოლო თუ ველოსიპედი სამთოა, ერთაწმინდა-ჩაჩუბეთი-რკონის გრუნტის გზა ძალიან ლამაზია.
თუ უფრო შორს გინდა წასვლა, სამცხე-ჯავახეთი ძალიან ლამაზია, ახალციხე-აბასთუმანი, ხერთვისი-ვარძია.
ხოლო თუ ჯიპი გყავს, ყაზბეგი-სნო-ჯუთას მოვივლიდი, ცოტა რთულია შატილი-მუცო-არდოტის მარშრუტი.
თუშეთიც ულამაზესია, მაგრამ კარგ ფორმაში უნდა იყო და ველოც კარგი უნდა გყავდეს, განსაკუთრებით მუხრუჭები.
ისე შემოდგომით გომბორის უღელტეხილზეც კარგი ხედები იქნება