სუს-ის უფროსი ბოძს დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში
2017-09-13 12:02:00
ლანჩხუთის სუს-ის უფროსი მიშიკო მარგველანი, რომელიც თვითმხილველთა ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს, დილის 7 საათზე, ავტოკატასტროფაში მოხვდა.
როგორც ლანჩხუთიდან თვითმხილველებმა გვაცნობეს, საკუთარ მსუბუქი ავტომანქანის მართვისას, მარგველანი გვიმბალაურის (ლანჩხუთი-სუფსას ავტომაგისტრალი) მონაკვეთზე ბოძს დაეჯახა.
მარგველანი ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში სამკურნალოდ მისი გადაყვანა ქუთაისში იგეგმება.
როგორც შ.პ.ს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკის დირექტორი, თინათინ გოგუაძე აცხადებს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში დილის 8-ის ნახევარზე შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:
"პაციენტი კონტაქტურია თუმცა მისი მდგომარეობა სტაბოილურად მძიმეა. მას მიღებული აქვს თავის ტრამვა და საჭიროებს კოპმპიუტერულ კვლევას, ამიტომ მოხდება მისი გადაყვანა ქუთაისში. ასევე აღენიშნება ყურის ნიჟარის დაზიანება და ჭრილობა გულ-მკერდის არეში"-გვითხრა თინათინ გოგუაძემ.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=150976