გამარჯობა
კორპუსში შეგვექმნა ესეთი პრობლემა -- მეშვიდე სართულზე დაკეტილ ბინაში რაღაც სანტექნიკის პრობლემაა და წყალი ჩამოდის ქვედა სართულებზე. ბინაში არავინ ცხოვრობს და მფლობელის მხოლოდ სახელი და გვარია ცნობილი (საჯარო რეესტრის ამონაწერში რაც არის, და მგონი ქვეყნიდან გასულია საერთოდ). 112 ამბობს რომ კერძო საკუთრებაა და ვერ შევალთო.
რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში? ან საიდანმე თუ შეიძლება ამ პირის საკონტაქტო ინფოს გამოთხოვნა? ან სამაშველოს როდის აქ უფლება რო იმოქმედოს მსგავს სიტუაციებში ?