
რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საშინელებათა ჟანრის ისტორიაში,ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მანიაკი კვლავ ბრუნდება.ფილმი,რომლესაც შემქმნელებმა "Leatherface'' დაარქვეს,ლეგენდარული ჰორორ სერიის"Texas chainsaw massacre''ს პირდაპირი გაგრძელება იქნება,რომელიც მოგვითხრობს კანიბალი ოჯახის ისტორიის დასაწყისს.მოვლენები განვითარდება"Texas chainsaw massacre-The beginning"მდე.როგორც ირკვევა მანიაკი,რომელსაც ტყავის სახის სახელით ვიცნობთ,ფილმში მოზარდ ბავშვად მოგვევლინება.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ფილმის ბოლო ნაწილი 2013 წელს 3D განზომილებაში გამოვიდა და რბილად რომ ვთქვათ არც ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ეს ფილმი კი გადაიღეს ახალმა რეჟისორები,რომლებსაც სერიასთან აქამდე შეხება არ ქონიათ.ალექსანდრ ბუსტილომ და ჯულიენ მაურიმ.

არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ქასთი,რომელმაც მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ახალი სახე ვნახეთ,მაინც საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.რაც შეეხება სიუჟეტს,ყველა დეტალი რა საკვირველია ცნობილი არაა.მხოლოდ ვიცით,რომ მანიაკს ბავშვობის ასაკში საგიჟეთში გამოამწყვდევენ,საიდანაც რა თქმა უნდა გამორბის.შემდეგ კი ალბათ რა მოხდება ყველამ ვიცით.

რა თქმა უნდა ფილმში დიდი ნაწილი დაეთმობა კანიბალების ოჯახს.თუ თრეილერის კადრებით ვიმსჯელებთ,მაყურებელი ყველა წევრს უფრო უკეთ გაიცნობს.გაიგებს მათ მთელ ისტორიას და მიზეზებს თუ რატომ გახდნენ ისინი სერიული მკვლელები.(იმედია ეს ყველაფერი უკეთ იქნება შესრულებული ვიდრე ეს 2006 წლის ვერსიაში გააკეთეს)

პრემიერა დაგეგმილია 20 ოქტომბერს.ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ გამოსწორდება თუ არა სერიის ხარისხი და შეძლებენ თუ არა ბოლო ვერსიაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს და ველოდებით
http://www.imdb.com/title/tt2620590/?ref_=ttmi_ttთრეილერი #1
https://www.youtube.com/watch?v=-6ZX48JkM_Yთრეილერი #2
https://www.youtube.com/watch?v=H57fAoIlAzQ This post has been edited by oldfriend on 16 Sep 2017, 00:33