#54681028 · 19 May 2019, 17:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, განთავსებულია თბილისის ზღვის მომდეაბრედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. იგი წარმოადგენს ჰუალინგ ჯგუფის ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში. 2012 წლიდან დღემდე 39 დასრულებული კორპუსია. ასევე დასრულებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი და საბაჟო საწყობი. „ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 4 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელთაგან 2 მილიონი განკუთვნილია საცხოვრებელი ზონის მშენებლობისათვის, ხოლო დარჩენილი 2 მილიონი კვადრატული მეტრი კი განსაზღვრულია კომერციული ფართებისთვის და სარეკრეაციო ზონებისთვის. უახლეს მომავალში დაგეგმილია რომ გაშენდეს სკოლა, საავადმყოფო, ფოსტა და ა.შ
კერძო კორპორაცია ,,ჰუალინგ ჯგუფი" დაარსდა 1988 წელს ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში. ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა.
PS. არაფერი არა მოგონილი
--------------------
კაიგაჩე © nata.nn
ანეკდოტს უცხო ენასა, ჭირსა არ გაეგებაო
ZdAll
|