Ramshackle95მარშუტკა გააჩერა ორ წამში და არ მიდიოდა, ჩადიო
არ უნდოდა ლაპარაკი
'კრუგს ვამთავრებო' ასე მომახსენა და გავთიშეო ცოტა ხნის წინო, რახან ხალხი ამოდის ესე იგი არ არის კრუგი დამთავრებული მეთქი, თან ასეთი სიცხეა, ნამუსი იქონიეთ ცოტა თქო, ახალი ამოსულებიც ხალხი ვართ. ხოდა გააჩერა და ჩადიო
(არადა მარშუტკა იყო ისეთი გათუთქულ-გახურებული, არაფერი ეტყობოდა რომ ჩართული ჰქონდა მანამდე)
იქამდე ვიარე კიდე მაგ სიცხეში და სპორობის თავიც არ მქონდა, იმინა ვკვდებოდი და ისეთი იმედით ველოდებოდი მარშუტკას გავგრილდები თქო, პფფ მიამიტი.
დაჟე ნომერიც არ დავიმახსოვრე მარშუტკის ისეთი მკვდარი და გათიშული ვიყავი, ჩავედი და კარი მივუჯახუნე პროსტა