მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ჩემი და ჩემი მეგობრის მიერ წამოწყებული StartUp.
რომელიც ერთი შეხედვით მარტივი და გამოსადეგია, ეს არის საიტი servicemap.ge რომელიც მოიცავს
თბილისში (ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისით შემოვიფარგლებით) მდებარე ავტოსერვისების (სახელოსნოების)
სიას დატანილს რუკაზე, სადაც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ მანქანის მარკის, ნაწილის და თბილისის
უბნის მიხედვით ხელოსანი. საიტი არის განვითარების სტადიაზე სულ 1 დღეა რაც გაშვებულია, საჭიროებს
ბაზის შევსებას და დიდ შრომას, რა თქმა უნდა, ორივე ჩვენგანი მზადაა განავითაროს საიტი და მომხმარებლისთვის
მაქსიმალურად კომფორტული გახადოს, აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს საიტს და გადმოგვეცით თქვენი შთაბეჭდილებები,
შენიშვნები, კრიტიკა(ჯანსაღი).
ჩვენი აზრით საკმაოდ გამოსადეგია ეს დღესდღეობით ქართველი მძღოლებისთვის, ბევრს ყავს ერთი ხელოსანი
რომელსაც ანდობს თავის მანქანას და საჭიროების შემთხვევაში მას აკითხვას, მაგრამ დიდი ნაწილი სანათესაოში/სამეგობროში
ეძებს ხოლმე ხელოსანს როცა რამე პრობლემა შეაწუხებს, ამ შემთხვევაში როცა მანქანა გაგიფუჭდება
შეგიძლია შეხვიდე ერთ სააიტზე servicemap.ge და მოიძიო შენთვის სასურველი ავტო-ხელოსანი
სახლთან ახლოს და მიიღო მის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი-ნომერი-მისამართი)
ამჯერად არის საიტი ტესტირების რეჟიმში მალე შეივსება სერვისების კოორდინატებით.
ამ კონკრეტულში გვჭირდება დახმარება, თუ გექნებათ სურვილი რომ კოორდინატები და მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდოთ ხელოსნების, ამით ძალიან დაგვეხმარებით და კიდევ უფრო მალე შეივსება რუკა

თხოვნა იქნება არ ჩაძიროთ თემა