...მოიტანა უცბად მოგონებების ნიავმა!
"ვაქთაქანი თაქებიო
ბიჭები ვართ ნაქებიო,
ულვაშები გავიფიცხეთ
იადონის კლანჭებიო"... ეს ისე, მაგრამ იყო ასეთი მეცნიერი ჯემსი, რომელმაც XX საუკუნის ლიტერატურაში და ფსიქოლოგიაში შემოიტანა ცნება - "ცნობიერების ნაკადი"! საუბარია რეჟიმზე, როცა ცნობიერების ოკეანეში, სერფინგისტივით ტალღას დაიჭერ, იმას გაყვები და დასერფინგობ, მერე მეორე ტალღას გამოყვები და ა.შ.
მახსენდება უნივერსიტეტი და ფილოსოფიის ლექცია - მჭმუნვარე გური ასათიანის ლექცია, მარკუზეს მსების ფსიქოლოგიაზე და მოძრაობა "ჰიპი"-ს შესახებ მიდის მსჯელობა!
...ამ დროს კი, მე და ჩემი ძმაკაცი ვბჭობთ პროექტზე - როგორ შეიძლება მზრუნველმა მამამ საკუთარ ვაჟზე შური იძიოს?! სცენარი საუცხოო გამოგვივიდა : სიკვდილის წინ, მამა შხამში იფიცხებს ულვაშებს და ანდერძში წერს ... გასვენების წინ, ჩემმა ვაჟმა ულვაშებზე მეამბოროსო!

... გალურჯებამდე ვიცინით და საოცარი დამთხვევა - ზუსტად ამ დროს გური ჰყვებოდა უზარმაზარ წიწილებზე და როცა სტუდენტმა ჰკითხა, მარკუზეს ფილოსოფიასტან ამ წიწიებს რა კავშირი აქვთო, ის სტუდენტი ლექციიდან გააგდო! ჩვენ დაფასთან გამოგვიზახა და გვითხრა აგვეხსნა აუდიტორიისთვის რაზე ვიცინოდით.
****
...არა, არა, ტყუილად ფიქრობთ, ნარკოტიკებისგან ძაან შორს ვიდექით, პროსტა არ გვჭირდებოდა...პროსტა შემთხვევით მივაგენით ცნობიერების სერფინგს და უცბად გავდიოდით "ასტრალში"! ვინც კადნიერებაში არ ჩამომართმევს რჩევას, მინდა ამის მარტივი წესი ვურჩიო - შეეცადეთ სერიოზულად არასოდეს არ ისაუბროტ სერიოზულ თემებზე!
არა და ვინ მოსთვლის, რამდენია ასეთი - "ზოსიმეს სტვირია" ყველა განყ-ში და ყველა თემაში ?!
...სეროტონინის დეფიციტის შევსების ყველაზე კაი მეთოდი საკუთარ ღირსშესანიშნაობაზე ღადაობა და იუმორია! როგორც კასტანედას და სანჩესის "ერთგული მოწაფე", გარწმუნებთ რომ ამ "ფსიქოდელიკს", ვერანაირი მარიხუანები და ამფეტამინები ვერ შეცვლიან....ნუ, თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ დიმეთილტრიპტამინს(DMT), იგივე აიაჰუასკას!, ოღონდ ისიც შამანი-სტალკერის მეთვალყურეობის ქვეშ.
...მაგრამ, ესეც ვერ შველის თუ შინაგანად არ არსებობს ის ტექსტი, რომელიც აიაჰუასკამ უნდა გამოგატანინოს...
პ.ს.: ანუ, თუ არ გაქვს "სმენა" და არ იცი "სიმღერა", მაქსიმუმ შენი "ზოსიმეს სტვირით" შეძლო ისევ ვიღაცას ტვინი მოუ@@ა!
This post has been edited by Stalker2005 on 20 Sep 2017, 10:22