#51368333 · 20 Sep 2017, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ ყველას აქვს თავისი ოცნების ქალაქი სადაც ის იცხოვრებდა იცოცხლებდა და მოკვდებოდა კიდეც.. არა მე არსებულ ქალაქებზე არ გეუბნებით, ეს ქალაქი თქვენს ოცნებებში რომ არსებობს და ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ რომ გრძნობთ მისი ჰაერის სიმსუბუქეს ის ქალაქია.. თეთრი ფასადებით, კრამიტის სახურავებით, ფერადი ფანტანებით, უსასრულო ქუჩებით, მოცეკვავე პონებით, ალუბლის ხეებით, მომღიმარი გვირილებით, ალმასის მდინარეებით, მფრინავი კუებით, ლიფტიანი ღრუბლებით, მზიანი ტალღებით, აისით, დაისით, ან იქნებ ცათამბრჯენებით, მოსიარულე რობოტებით, მორბენალი ლეპტოპებით, წითელი ლამბორჯინებით,მტირალა ტელევიზორებით, დატენილი ავტომატებით, სისხლიანი ჰამბურგერებით, ლუდში დამხრჩვალი მაშველებით, ატომური სადგურებით, დახოცილი მტრებით და მათი მტირალე დედებით, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონებით, კაცისმჭამელი სამალიოტებით.. ოოო დიახ ეს თქვენი ოცნების ქალაქია და ჩემსავით თქვენც თუ გიფიქრიათ ამაზე დაწერეთ. დაწერეთ. ამით არაფერი დაშავდება და იქნებ სულაც ერთად ავაშენოთ ქალაქი, ჩვენი ოცნების ქალაქი..
--------------------
საიდუმლოს გრძნობ შენს გარშემო? აივსე მისით, მინდობილად გადაეხსენი...
|