დღეს დავრწმუნდი რომ საოცრად პოლიტიზირებული და მასთან საკმაოდ შერყეული გონება მაქვს. თან ნამდვილი სიზმარა ვარ! ყოველღამე სიზმრებს ვხედავ,თან ხშირად რამდენიმეს ერთად და დილით ყველაფერი მახსოვს. მარტო დილით კიარადა მთელი დღე სიზმრებზე ვფიქრობ.
ათასნაირი სისულელე დამსიზმრებია,ხანდახან ერთი და იგივე მესიზმრება და ვწვავ რომ სადღაც მაქვს ნანახი.
ჩემს სიზმრებში ხშირად კვდება ხალხი,ერთხელ მამაჩემი მოვკალი დანით მეთვითონ,ერთხელ ჩემი ძმა გადავაგდე აივნიდან და ასე შემდეგ…
მაგრამ გუშინ რაც დამესიზმრა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა,ასეთი ფანტაზიის მოძალება არასდროს არ მქონია
ვიხილე ვითომ ჩვენი პრეზიდენტი ბატონი მიშიკო სააკაშვილი მეფედ გვიკურთხეს!! მახსოვს სიზმარში ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობდი ეხლა სანამ არ მოკვდება აქ უნდა გვეჯდეს მეთქი.
დღეს რომ გავიღვიძე სიცილი ამიტყდა. ალბათ მიშიკოსაც ესიზმრება მსგავსი რამეები
ოღონდ მთავარია ეს წინასწარმეტყველური სიზმარი არ აღმოჩნდეს!
პ.ს რატომ უნდა ესიზმრებოდეს 20 წლის ახალგაზრდა გოგოს მსგავსი პოლიტიზირებული სიზმარი???