იაპონიაში მოქმედებს მთელი რიგი შეღავათები გარკვეული შეზღუდული მახასიათებლების მქონე ავტოებზე. კერძოდ:
1998 წლის კანონის მიხედვით:
სიგრძე არაუმეტეს 3,4 м;
სიგანე არაუმეტეს 1,48 м;
სიმაღლე არაუმეტეს 2 м;
ძრავის მოცულობა არაუმეტეს 0,66 ლიტრი ან ელექტროძრავი
მაქსიმალური სიმძლავრე არაუმეტეს 63 ცხენის ძალა.
მაქსიმალური ტვირთამწეობა 350 კ.გ.
ამ ავტოების უპირატესობა ისაა, რომ ცოტა ადგილს იკავებს და ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ იგონკავებ. მცირდება ავარიების ალბათობა.
ასეთებია მაგალითად: Daihatsu Tanto, Suzuki Jimny
იაპონიაში ისინი ძალიან პოპულარულია საკანონმდებლო შეღავათების და ეკონომიურობის გამო.
შეღავათებია მაგალითად უფასო პარკირება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შეღავათები დავაწესოთ, მორგებული ჩვენს რეალობაზე.
ეს მანქანები იმითაცაა მიმზიდველი, რომ ისინი იაფია, კომპაქტური და მიუხედავად ამისა, ქალაქში უამრავ ამოცანას წარმატებით ართმევენ თავს: პირადი ტრანსპორტი, ტაქსი, გადაზიდვები, სპეც დანიშნულების და ა.შ.
რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოში?
1. დავრთოთ ნება იაპონიიდან მარჯვენარულიან კეი კარების შემოყვანის. (ისეთი ვიწროა, რომ დიდი განსხვავება არაა)
2, დავაწესოთ შეღავათიანი განბაჟება, ხოლო ელექტროებზე საერთოდ გავაუქმოთ განბაჟება.
3. დავაწესოთ მათთვის უფასო პარკირება
4. მათი მართვის უფლება მივცეთ ახალგაზრდებს 16 წლიდან, ხოლო სხვა მანქანებზე მხოლოდ 17 იდან.
5. თუ შემოვა კანონი ტექდათვალიერებაზე და დაზღვევაზე, აქაც დავუწესოთ შეღავათები.
6. დაწესდეს მკაცრი რეგულაციები გამონაბოლქვზე და ძრავის მოცულობაზე
მოსალოდნელი შედეგები:
1. განიტვირთება ქალაქების ქუჩები
2. შემცირდება ჰაერის დაბინძურება
3. შემცირდება ხმაური
4. შემცირდება ავარიების ალბათობა
ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ქართველების ტრიპაჩული მიდრეკილება დიდი ზომის მანქანებისადმი, მაგრამ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მატერიალური და სხვა სახის სტიმულირება კარგად მოქმედებს ქართველებზეც. გარდა ამისა, მადლობა ღმერთს, გაცილებით მოაზროვნე და შეგნებული ახალგაზრდობა იზრდება
This post has been edited by ZAZAi on 17 Sep 2017, 18:35
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)