პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის აუქციონებში უკონკურენტოდ გაიმარჯვა
15:48 - 21 სექტემბერი 2017 hits 10222
523 0 დატოვე კომენტარი
ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის აუქციონებში უკონკურენტოდ გაიმარჯვა
პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, რის შედეგადაც საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30 694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული.
2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 14 214 ლარად გაიყიდა.
აუქციონში გაიმარჯვა მისმა ერთადერთმა მონაწილემ - საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც თელავი-ყვარელის №27 ოლქიდან არჩეული მაჟორიტარია. პარლამენტში მას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.
ამის შემდეგ, ირაკლი სესიაშვილმა თვითნებურად დაიკავა მომიჯნავედ მდებარე 311 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2017 წლის 10 მარტს თბილისის მერიამ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონში ამჯერადაც მხოლოდ ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მიწის ნაკვეთი 16 480 ლარის გადახდის საფასურად შეიძინა.
http://reginfo.ge/politics/item/2771-irakl...entod-gaimarjvaგუგუნ გუგუნ

სორი ყოფილა თემა დავხურავ
This post has been edited by FROM GEORGIA on 22 Sep 2017, 10:01