
მინდა წარმოგიდგინოთ უნიკალური ქსელური თამაში KUF 2 - Kingdom under fire 2
ეს ექშენ RTS პირველი MMO თამაშია რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს უბრძანოს დიდი რაოდენობით ჯარისკაცს ებრძოლოს, დაამარცხოს სხვა ონლაინ მოთამაშეები და გახდეს ლეგენდა. ეს არის პირველი ქსელური თამაში სტრატეგიის ელემენტებით. RPG მხარე კი აძლევს მოთამაშეებს გაზარდონ მათი გმირები და ასი სხვადასხვა სახის ჯარები.
კომბინირებული მოქმედება RPG ერთად რეალური დროის სტრატეგია, მაკონტროლებელი გმირი და ბრძოლა მტრის ლაშქრების წინააღმდეგ, როგორც გენერალური ჯარებით ასევე უშუალოდ თავად თქვენი შექმნილი გმირის მეშვეობით, მესამე პირის ხედვით.
ერთი შეხედვით ეს თამაში მოგვაგონებს ისეთ პოპურალურ ქსელურ თამაშებს როგორებიცაა თუნდაც Lineage 2, Tera, World Of Warcraft. თუმცა ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ, ეს თამაში მათი გაცილებით უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია. ასი თავითაა გაუმჯობესებული და მსოფლიოში მოწინავეა გრაფიკა, სიუჟეტი. დახვეწილია თამაშის ყველა ძირითადი ასპექტი. და რაც ყველაზე განსხვავებულია ეს არის უნიკალური იდეა, შერწყმა მოეხდინათ Action RTS, MMO -სი და სტრატეგიის, გამომდინარე აქედან თამაში მოიზიდავს ასევე სტრატეგიის მოყვარულებსაც.
პირველი რიგში რამაც პირველად თამაშში მომხიბლა ეს არის გეიმფლეი:
ალბათ დამეთანხმებით რომ შთამბეჭდავია

ახლა კი ცოტა რამ უშუალოდ KUF 2 - შიდა სამზარეულოზე:
აქ არის სულ 3 კლასი. თქვენი გმირის შექმნის დროს ირჩევთ:
1. Berserker - ეს არის მძიმე აღჭურვილობის და დიდი DMG ძალის მქონე კლასი რომელსაც დიდი გავლენა აქვს ბრძოლის დასასრულზე.
2. Gunslinger - აგრესიული და საკმაოდ არანორმალური, საშულოდ აღჭურვილი სიმპატიური მებრძოლი რომელიც თოფით და ხმლით მუდამ ბრძოლის წინა ხაზზეა.
3. Spellsword - მსუბუქად აღჭურვილი, ბრძენი და სექსუალური შავი ელფი (გოგო) რომელიც საკუთარი მაგიის დახმარებით ხშირად აბრუნებს ბრძოლის მიმდინარეობას თავის სასარგებლოდ.

თამაშს რათქმაუნდა იწყებთ პერსონაჟის შექმნით. თქვენი გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დეტალურად გადააკეთოთ გმირის მოცემული მაგალითი. ქვემოთ იხილეთ ვიდეო:
თავდაპირველად გაიარეთ რეგისტრაცია ოფიციალურ საიტზე:
kuf2.mmog.asiaთქვენ მოხვდებით ადგილობრივ სერვერზე. ქსელში "თავით გადასაშვებად", PVP ბრძოლებისთვის, ჯგუფებში გასაწევრიანებლად და ომებში მონაწილეობის მისაღებად თავიდან გიწევთ რამოდენიმე ქუესტის შესრულება, რის შემდეგაც ბოლომდე დატკბებით KUF 2 ყველა ღირსებით...
სამწუხაროდ თამაში არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროპის დიდი ნაწილისთვის, თუმცა თქვენმა მონა მორჩილმა ანუ მე გავაკეთე თამაშის გამშვები რომლის ჩართვის და ინსტალაციის შემდეგ აღარ იბლოკებით და შეძლებთ ჩვენი ქვეყნიდანაც ითამაშოთ. ხსენებული საინსტალაციოს დავურთე თემის ბოლოში. იცოდეთ მის გარეშე ვერ ითამაშებთ. თუ ვერ დააყენებთ მომწერეთ პმ-ში და დაგეხმარებითყურადღება: ეს თემა, თავის პატჩიანად არის ჩემი საავტორო და გადმომაქვს საკუთარი ფორუმიდან. სხვაგან გადაკოპირების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ ავტორი და წყარო: www.iforum.geსისტემური მოთხოვნილებები:

თამაშის საინსტალაციო/გამშვები:
KUF2-Launcher-GEO.rar*ინსტალაციის შემდეგ, რომელიც კარგი ინტერნეტის პირობებში საჭიროებს დაახლოებით 2-3 საათს აუცილებლად ჩააგდეთ მოცემული გამშვები უშუალოდ თამაშის ფაილების პაპკაში და გაუშვით ხოლმე მხოლოდ ამ გამშვებით.
წარმატებები ადგილობრივ სერვერზე...

თამაშის საინსტალაციო/გამშვები:
KUF2-Launcher-GEO.rar This post has been edited by beqashelo on 12 Oct 2015, 19:37