აი გულისამრევია რა, უკანასკნელი დონის საზიზღრობა და კატასტროფა.
90ანები ხო ფინანსური პირამიდების და გადაგდების ქრესტომათიული პერიოდია, როცა ხანში შესული ხალხის ერთერთი მთავარი სალაპარაკო თემა ანაბრების დაბრუნებაა, კიდე ჭრის ასეთი რაღაცები და რაც გაჩნდა ახალი დიდი წარმატებით დაგვირგვინდა და ხალხს საიდანღაც მილიონები მოაქვს, რომ ასეთ რაღაცებში შეიტანონ და დაკარგონ.
ნუ ხალხს თავი დავანებოთ, მთავრობა რომელიც ამ საკითხზე ყურებსაც არ იბერტყავს, რიგ შემთხვევებში კარგადაც ხეირობენ

ბესელიას ოფისში გახსნილი ქიუნეტის სათაო ოფისის მადლი შეგვეწიოს.
ღორების პასპორტიზაციის და ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონებს მიაწექით კიდე.
ბრძენი ერი.----------------
საკრედიტო კომპანია „ევროკრედიტის“ მეანაბრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და სამართალდამცველებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ”ევროკრედიტს” 300-მდე დაზარალებული ჰყავს, ხალხის მიერ დაკარგული თანხა კი, 4 მილიონამდე ლარია.
კომპანიის მფლობელი, ქეთევან ყაყიტაშვილი აცხადებს, რომ კრიზისი საფინანსო კომპანია ”საქართველოს” გაკოტრების შემდეგ დაიწყო, რასაც მეანაბრეებში პანიკა მოჰყვა და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მისი კომპანიიდან თანხის გატანა ერთდროულად მოისურვა. ახლა საგამოძიებო უწყებისგან დოკუმენტაციის დაბრუნებას ითხოვს და დაზარალებულებისთვის თანხის სრულად ანაზღაურების პირობას დებს.
თუმცა, მეანაბრეებს მისი არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ყაყიტაშვილმა ისინი მოატყუა და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ. მეანაბრეთა უფლებადამცველები სახელმწიფოსგან, მოქალაქეების დაზარალებულად ცნობასა და საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავსი პრობლემების პრევენციის მიზნით, სახელმწიფომ მიდგომა უნდა გაამკაცროს და ასეთი ბიზნეს საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს, რათა სხვა ადამიანებს მსგავსი ბიზნეს მოდელის შექმნის სურვილი არ გაუჩნდეთ.
მსგავსი კომპანიების საქმიანობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არ ექცევა, შესაბამისად, ბანკს საზოგადოებისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებისა და გაფრთხილების საშუალება აქვს.
ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, რომ 3 თვის წინ დაწყებული გამოძიება გრძელდება, მოწმეთა გამოკითხვები და დოკუმენტაციის რევიზია მიმდინარეობს.
http://rustavi2.ge/ka/news/85988 This post has been edited by wolfchant on 28 Sep 2017, 16:59