snowy white-ს არ აქვს ჰენდრიქსის ტექნიკა, არც ვოენის, კლაპტონის, სტივ ვაის, ჯეფ ბეკის ან ბევრი სხვის ტექნიკა. დილეტანტია გიტარის ფლობის ამბავში და ძალიანაც რომ მოინდომოს ალბათ ვერც შეძლებს ვთქვათ ჰენდრიქსის ვერსიის დაკვრას.
უკრავს თავის სტილში, ნელა და მარტივად, არც ხმა აქვს, არც სტივ რეი ვოენივით უწვეთავს სახიდან ოფლი, და ძლივს ემჩნევა რომ თვითონაც little wing-ს უკრავს.

მაგრამ მაინც, ყველაზე მეტად მაგისი ქავერი მომწონს. შუაში ტექსტს ამბობს და იმდენად მაგარ ტექსტს, რომ მთლიან წყვეტს მუსიკას და ისე ამბობს. მერე ისევ აგრძელებს დაკვრას.
აქ დავდოთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზის, Little Wing-ის ქავერები. დანარჩენი ლინკები (რაც ჩამოვთვალე და სხვები) თქვენ დაყარეთ. რომელი ვერსია მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ. სახელობითი გამოკითხვაა და პოლს არ ვამატებ.