კაროჩე დავლიე რა, ნოსტალგია მომაწვა, ძველი თემები წავიკითხე და რა მინდა გითხრათ აქ მასტებმა მიმდინარეობები და ეპოქები შექმნეს
ფორუმის პონტში,იყვნენ განსაკუთრებული ,გამოკვეთილი ტიპები . რომ დაინახავდი ავატარს და იცოდი რა მიმართულებით წაგაფრიალებდა , ვარდისფერ გოჭიან ბეიბი ბუს დაინახავდი და გაგეღიმებოდა, ჩაგათბობდა ,სახის მპარსველ რემედიოსს დაინახავდი და გაგაციებდა, ნაფტას ნახავდი და დასალევად გაიწევდი, იყვნენ მაგარი გამოკვეთილი პიროვნებები ჩივავა, წრაწიკიჩი , გერონტი ,ჟოაო ,სედოი , შარკი ,ტრაკატაკი,მოგწონდა თუ არა ეს ხალხი გულგრილს არ გტოვებდა . ახლა როა ვინ ვინაა არ გამახსოვრდებამ წყალწყალა პოსტები,2-3 კაცის გარდა, ხოდა რატო ვწერ , ეს ხალხი ფორუმზე იყო და წავიდა , ზოგი რატო ზოგი რატო,მაგრამ გვახსენდება ამდენი ხანი გავიდა და მაინც, ზოგი გვენატრება, მე ლიჩნა მაგრად ,ხოდა ვიცით შორიდან როგორ არიან და ასე ურჩევნიათ
მარა ერთი მაგარი გოგო იყო სვანი 67 , ბევრს უყვარდა ბევრს არა ,მაგრამ მაგარი გოგო იყო, ხოდა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და წავიდა და წავიდა და ყველას დაწყვიტა გული და შეიძლება ვუყლევებ ახლა მთვრალზე, შეიძლება არ უნდა გამეხსნა ,მაგრამ რატომღაც მინდა გაგვახსენდეს ეგ კაი გოგო ,ადამიანი ხომ ცოცხლობს სანამ ახსოვთ
კაი გოგო იყო ,მაგარი და უყვარდა სიცოცხლე
და სულ იცავდა ქართველ გოგოებს , ჩვენ მუტრუკები თუ რაღაცას სულელურს ვიტყოდით
შთაბეჭდილებების წიგნი