მაგარ პახმელიაზე ვარ
ლუდი არ მინდა,ხოდა თემა უნდა გავხსნა მაგარ რეჟისორზე
დავიწყოთ faulk-ის ნათარგმნი ტრიუფოს სტატიით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნიკოლას რეი შვიდი თუ რვა წლის წინ აღმოვაჩინეთ ფილმით Knock on Any Door. შემდეგ Biarritz Rendez-vous -ზე (რაღაც ფესტივალი ყოფილა) ჩვენი იმედები საბოლოოდ გაამართლა They Live by Night-ით, რომელიც დღემდე მის საუკეთესო ფილმად რჩება. მოგვიანებით In a Lonely Place, On Dangerous Ground და The Lusty Man გამოვიდა პარიზში ერთიმეორის მიყოლებით - თუმცა უმრავლესობას, გარდა განსაკუთრებულად დაკვირვებული კრიტიკოსებისა, შეუმჩნეველი დარჩა. და აი, საბოლოდ ვიხილეთ johnny Guitar -იც.
ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორი - უაიზის, დასენის, ლოუზის თაობიდან - ნიკოლას რაიმონდ კინზლი 'ახალგაზრდა კრიტიკოსებისთვის' რაღაც განსაკუთრებული აღმოჩენაა. ნიკ რეი არის ავტორი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ყველა მისი ფილმი ერთი და იგივე ამბავს ყვება, ამბავს მოძალადე კაცზე რომელსაც სურს შეწყვიტოს ძალადობა, და მის ურთიერთობაზე მორალურად გაცილებით ძლიერ ქალთან. რეის პერსონაჟი მუდმივად არის შარიანი, მაგრამ ამავე დროს სუსტი, ბავშვური-კაცი, მაშინ როდესაც ის უბრალოდ აღარ არის ბავშვი. მის ფილმებში ყოველთვის გვხვდება მორალური მარტოობა, ყოველთვის არიან მონადირეები, ხანდახან კი ლინჩის წესის აღმსრულებლები. მათ, ვისაც ჩემს მიერ ნახსენები ფილმები უნახავს, შეუძლიათ ჩამოთვალონ უამრავი ასეთი მაგალითი, სხვებმა კი უბრალოდ უნდა დამიჯერონ. ეს მათი ერთგვარი დასჯა იქნება .
Johnny Guitar არც თუ ისე შორსაა იმისგან რომ იყოს ავტორის საუკეთესო ფილმი. როგორც წესი, რეის ფილმები მალე ბეზრდება მაყურებელს, ბრაზდებიან ნელი ტემპის, სერიოზულობის, და რაღა თქმა უნდა ფილმების 'რეალიზმის' , სიტყვებისა და პოეტური რეალიზმის გამო - ა ლა კოქტო. ეს ფილმი არის სინატიფის განსახიერება, უფრო მართალი ვიდრე ჭეშმარიტება. ,ფრანგულ დუბლირებულ ვერსიაში, რომელიც უკეთესია ვიდრე სუბტიტრებიანი ვერსია, რადგან საშუალებას გვაძლევს უკეთ აღვიქვათ ფილმის თეატრალურობა - კოვბოები ერთმანეთს 'მუსიეთი მიმართავენ (ორიგინალში 'მისტერ;-ს ხმარობენ, გამოწვევისთვის ) . ჩვენ უკვე ვიცით რომ ამ ვესტერნის ექსტრავაგანტულობა შოკისმომგვრელია Johnny Guitar არ არის ნამდვილი ვესტერნი, არც 'ინტელექტუალური ვესტერნია'. ეს არის ვესტერნი რომელიც სიზმარს ჰგავს, ჯადოსნურია, ზღაპრული, არარეალური, ჰალუცინუციური. .
მხოლოდ ერთი ნაბიჯია სიზმრიდან ფროიდამდე, რომელსაც ჩვენი ამერიკელმა კოლეგები უხმობენ 'ფსიქოლოგიურ ვესტერნზე' საუბრისას. მაგრამ ნიკოლას რეის ფილმის ღირსებები სულ სხვა რამეა, ალბათ, ნაკლებად შესამჩნევი იმისთვის ვისაც არასდროს გაუხედავს კამერაში. ჩვენ იმედი გვაქვს - და სწორედ აქ ვუპირისპირდებით კრიტიკის სხვანაირ ფორმებს - რომ ხელახლა გავივლით კინემატოგრაფიული შემოქმედების საწყისებს. ანდრე ბაზენისგან განსხვავებით, მე ვთვლი რომ ავტორმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის ამოცნობა ჩვენს მიერ შექმნილ მისი და მისი ფილმების პორტრეტში. სხვანაირად, ესე იგი, ჩვენ ჩავისვარეთ.
დღეისათვის, შეგვიძლია დავყოთ რეჟისორები ორ ჯგუფად - გონებისმიერად და გულისმიერად - მე რეის მეორე კატეგორიაში ვსვამ, გულწრფელობის და გონების სკოლაში. და მაინც, შეგვიძლია შევიცნოთ მასში ინტელექტუალი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის აბსტრაგირება, რაც გულიდან არ მოდის. ნიკოლას რეი არ არის დიდი ტექნიკოსი, მაგრამ ცხადია, რომ მისთვის მთავარია არა იმდენად ფილმის ტრადიციული და უნივერსალური წარმატება, რამდენადაც თითოეული კადრის განსაკუთრებული ემოციურობით დატვირთვა. "ჯონი გიტარა" შეიქმნა სიჩქარეში, გრძელი კადრებით რომელიც დაიყო 10 სეგმენტად. მონტაჟი არც თუ ისე კარგია, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს: მაგალითად პერსონაჟების ექსტრაორდინალური მოთავსება ჩარჩოში (კადრირება),
"Johnny Guitar" -ში ორი ფილმია - რეის ხშირი თემა - ურთიერთობა ორ ქალსა და ორ კაცს შორის , ძალადობა და სიმწარე, და ექსტრავაგანტული ყველაფრისმომცველობა, ჯოზეფ ვონ სტერნბერგის სტილში, რომელიც საერთოდ უცხოა რეის ფილმებისთვის. მაგალითად, ჯოან კროუფორდში თეთრ კაბაში უკრავს პიანინოს სალონში, აქეთ-იქით კი სანთელი და იარაღი უდევს. ჯონი გიტარა ჰოლივუდის "ურჩხული და ლამაზმანია", ვესტერნული სიზმარი. კოვბოები ბალერინების გრაციოზულობით ქრებიან და კვდებიან. მკვეთრი ფერები კი უცნაურობის გრძნობას აძლიერებს. ფერები ნათელია, ხანდახან ბრწყინვალე, ყოველთვის - მოულოდნელი.
"Johnny Guitar" რეიმ გადაიღო ჯოან კროუფორდისთვის, ისევე როგორც ფრიც ლანგმა "Rancho Notorious" მარლენ დიტრიხისთვის. კროუფორდი ერთ დროს ჰოლივუდის ულამაზესი ქალი იყო . ეხლა კი სილამაზის ყოველგვარი კრიტერიუმების მიღმაა. ის არარეალური გახდა, საკუთარი თავის ჩრდილი. სითეთრე შეეპარა თვალებში, ნაოჭები სახეზე. ის ფენომენია და ასაკის მომატებასთან ერთად უფრო და უფრო კაცური ხდება
ნიკოლას რეი რაღაც თვალსაზრისით ჰოლუვუდის როსელინია. როგორც როსელინი ის არასდროს ხსნის, არასდროს უსვამს ხაზს თუ რა ჰქონდა მხედველობაში. თითქოს ფილმებს კი არა, კონტურებს ქმნიდეს. მექანიკის სამფლობელოში ის არის ხელოსანი, რომელიც ბრწყინვალედ 'აქანდაკებს' პატარა ობიექტებს 'ჰოლი ვუდიდან'.
არ არსებობს რეის ფილმი ბინდის გარეშე, ის მწუხარების პოეტია და ჰოლივუდში , რა თქმა უნდა, ყველაფერი დასაშვებია, გარდა პოეზიისა. ჰოუქსი მაგალითად საერთოდ თავს არიდებს პოეზიას, ჰიჩკოკი კი ფრთხილად რისკავს 4-5 კადრის გადაღებას, მცირე დოზებით.
მაშინ როდესაც ჰოუქსი მიდის ჰოლივუდში სცენის გადასაღებად -( წლის უმეტეს დროს შვეიცარიაში ატარებს) - ეფლირტავება ჰოლივუდის ტრადიციებს და მასხრად იგდებს მას, და ყოველთვის იმარჯვებს, რეის არ შეუძლია 'ეშმაკთან ნიძლავის დადება' და მოგება - ის აგებს ბრძოლას მანამდე სანამ დაიწყებს მას.
ჰოუქსი და რეი, კასტელინისა და როსელინივით ერთმანეთის საპირისპირონი არიან, ჰოუქსთან ჩვენ ვხედავთ გონების ტრიუმფს, რეისთან კი -გულისას. შეგიძლიათ გერჩივნოთ The Big Sky (ჰოუქსი) Johnny Guitar (რეი), ან პირიქით, ან მოიწონოთ ორივე. მაგრამ, ის ვინც დაიწუნებს ორივეს - აი ასე ხაზგასმით დავუწერ: ნუღარ წახვალთ კინოში ნუღარასოდეს., აღარ უყუროთ ფილმებს, იმიტომ რომ თქვენ ვერასოდეს იგრძნობთ ინსპირაციას, პოეტურ ინტუიციას, კადრს, სცენას, იდეას, ფილმს, კინოს.
რეჟისორზე რა ვიცი,მგონი არაფერი 40-50წლების კლიენტია,ჰოლივუდსი ნუარებს და ეგეთებს იღებდა,ოღონდ მაგრა,აი რაღაცჩვენებურ მუღამებში,პიზდეცინტელექტუალურ კაი კაცურად,მაგარი ფილმები გამოდიოდია
რავი ლინკებს დავაგდებ,აგერ ფილმია ბონი და კლაიდის წინაპარი,კინოა მხეცი და მაგარი,თან მაგ დროს,თან ჰოლივუდში
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2841949
იღებდა რა,თავის მუღამსი ღენიალურ კინოებს აგერ ჰომფრი ბოგარტი(მაგაზე ამბობენ მსახიობობა იცოდაო,მე რავი მგონი იცოდა) გარია ორ ფილმში,ორივე საკაიფო გამოვიდა,პირველი მათგანი განსაკუთრებით
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3038444მეორეც კაი პონტია,ვაბშეტამც კაცები ყავს რაღაცნაირი,აი ცოტა აბნეული,საკაიფო კლიენტები,რაღაც აკლიათ და დვიჟენია
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4008987რავი აბა,ეს ფილმი ადრე კინოკლუბში დავაგდე,ჯეიმს დინზე საკაიფო თემა არის + ამას,ნატალი ვუდი მაგარი ქალია,შეიძლება ვთქვა რო მონიკა ვიტის და სოფი მარსოს მერე მესამე ჩემთვის,ან მეოთხე
ფორუმის კინოკლუბი VOL.3 (post #30079730)http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2704853ჯონი გიტარა კიდე,ვესტერნია გეცოდინებათ კაი კინოს მოყვარულ ხალხს ნაღდად,ჯიგრული საკაიფო რამეა,მჩემი ჭკუით ღენიალური საუნტრეკით
კიდე აქვს კინოები,მგონი კიდე მინახავს,თავი ისე მტკივა არ მახსოვს,მარა კაი რეჟისორია,მაგარი უფრო სწორად
ნახეთ რავი,ან არ ნახოთ
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი