სერიოზულად რომ ვუპასუხოთ შენს შეკითხვას.
რომელ სახელმწიფოს შეუერთდებოდი? მე პირადად რუსეთი არ მინდა. ჩვენთან რომ არ იცავენ ადამიანის უფლებებს, რუსეთში 5-ჯერ და 10-ჯერ უარესი სიტუაციაა. არც რუსეთში ცხოვრება მინდა და არც იქაური მოქალაქეობა. არც ირანი და თურქეთი - ჩვენზე უარესი ქვეყნებია.
ჩვენზე უკეთესი ქვეყნები კიდევ არ მიგვიღებენ. ევროკავშირს ვეხვეწებით შენი წევრი გავხდებიო და სხვადასხვა გზებით გვიშორებენ თავიდან. არავის უნდა ღარიბი, გაუნათლებელი, მოკრიმინალო ხალხი შეიერთოს, რაში ჭირდებათ? არც ამერიკა შეგვიერთებს და არც ჩინეთი. ახლა წარმოიდგინე ჩვენი ზომის ქვეყანას რომ ვთხოვოთ შეერთება, დანიას ან ისრაელს რა დღეში ჩავარდებიან.

თავიანთი რაოდენობა უსაქმური და უვარგისი რომ დაემატებათ. ევროკავშირი კიდევ დიდია და გვეუბნებიან - კაი ჰა, შეასრულეთ ესა და ეს და მერე ვნახოთო. უჯიშო თურქებს შანსი არ აქვთ.
მესამე ვარიანტია თანაბარი განვითარების და შესაძლებლობების ქვეყნების გაერთიანება, მაგრამ აქაც არის ზღვარი. ევროკავშირი მოხერხდა და არის უფრო ახლო კავშირების მცდელობები, მაგრამ წარუმატებელი. მაგალითად, გერმანია-საფრანგეთ-ბრიტანეთს ქონდათ/აქვთ სურვილი სამხედრო მრეწველობა გააერთიანონ. მაგალითად (გავამარტივოთ) ტანკმშენებლობა ყველა ქვეყნიდან მთლიანად გადავიდეს საფრანგეთში, ვერტმფრენმშენებლობა ბრიტანეთში, ა. შ. ამით ბევრად ნაკლები რესურსით ბევრად დიდ შედეგებამდე მივიდოდნენ.
მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ქვეყნები ერთმანეთს ბოლომდე ვერ ენდობიან. ახლა აქვთ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ვინ იცის რა იქნება 50, 100 წლის შემდეგ? ვთქვათ დაეძაბათ ურთიერთობა. ძველი შეთანხმების გამო რომელიმე მათგანს გადამწყვეტ სამხედრო დარგში საერთოდ აღარ ექნება ექსპერტიზა და დამარცხდება. მითუმეტეს ჩვენ ვერ ვენდობით ბოლომდე სომხებს და აზერებს. შესაბამისად სამხედრო მრეწველობის გაერთიანება და უფრო ახლო კავშირიც მხოლოდ იდეის/სურვილის დონეზე რჩება.