ისტორიაჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კომპანია იქნებოდა საქართველოს სადაზღვევო სივრცეში, რომლის პრიორიტეტი ქვეყანაში მოქმედი საწარმოების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა იქნებოდა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის წარმოდგენილნი არიან ,,თიბისი ბანკი” – ქვეყნის წამყვანი ბანკი და TBIH ჯგუფი – აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს სადაზღვევო და საპენსიო კომპანიებს ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთსიში, უკრაინასა და რუსეთში.
,ჯიპიაი ჰოლდინგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.
2006 წლის მონაცემებით კომპანია პირველ ადგილზე გადის სადაზღვევო კომპანიებს შორის მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით. 2006 წელის განმავლობაში ჯიპიაი ჰოლდინგის ჯამურმა გაყიდვებმა შეადგინა 8 149 061 აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა კი 87%-ს მოზიდული პრემიების მიხედვით.
2006 წელს კომპანიის ბაზრის წილმა 21.7% შეადგინა.
2006 წლის მონაცმებით ჯიპიაი ლიდერობს ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით: აქ კომპანიის გაყიდვებმა 3,745,000 აშშ დოლარი შეადგინა.
საპენსიო დაზღვევა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ჯიპიაი დღეისათვის უცვლელად ინარჩუნებს ბაზრის ამ მიმართულების ლიდერობას: კომპანიის საპენსიო სქემას 9000 - მდე ინდივიდუალური წევრი ყავს; მთლიანმა საპენსიო აქტივებმა 2006 წელს 940,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილმა ამ მიმართულებით 42% შეადგინა.
დღეს ჯიპიაი ჰოლდინგს საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.
ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილობაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა ჯიპიაი ჰოლდინგის სწრაფი განვითარება ქართულ ბაზარზე.
ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციები. კომპანიას მყარი პოზიციები უკავია საცალო დაზღვევის ბაზარზეც.
კომპანიის დამფუძნებლებიTBIH Financial Services Group N.V
(ჰოლანდია)
ჰოლანდიური ფინანსური კომპანია, დაარსდა 1994 წელს. ფლობს სადაზღვევო, საპენსიო და სალიზინგო კომპანიებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, სერბეთი, ბოსნია, უკრაინა და საქართველო). შვილობილი კომპანიების საპენსიო ფონდებში ჯამურად გაწევრიანებულია 1,1 მილიონ ადამიანზე მეტი და მათი ჯამური აქტივების მოცულობა აჭარბებს 370 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური სადაზღვევო პრემიის შემოსავალი აჭარბებს 127 მილიონ აშშ დოლარს.
სს “თიბისი ბანკი”
დაარსდა 1992 წელს. ამჟამად საქართველოს საბანკო სექტორის ლიდერი. დღეს მისი ჯამური აქტივები აჭარბებს 261 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 52 მილიონ ლარს აღემატება. ბანკი თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებთან.
მსხვილი კლიენტებიჯიპიაი ჰოლდინგის კვალიფიციური და თანამედროვე მენეჯერთა ჯგუფი, წარმატებით ახორციელებს საქართველოში მოქმედი მრავალი ლიდერი კომპანიის კოპლექსურ სადაზღვევო მომსახურებას. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ ყოველ პოტენციურ კლიენტში პარტნიორი, გავითვალისწინოთ მათი გრძელვადიანი მოთხოვნები და ვუჩვენოთ გადაჭრის საშუალებები. ჩვენს პარტნიორ - კლიენტ - კომპანიებს შორის არიან:
მერიოტ თბილისი
მერიოტ ქორთიარდ თბილისი
ფოთის პორტი
ბათუმის პორტი
თიბისი ბანკი
პროკრედიტ ბანკი
ამერიკის საელჩო
ვისოლი
საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია
ბრიტიშ პეტროლიუმი
ყაზტრანსგაზი თბილისი
თბილისის წყალი
ელიტ ელექტრონიქსი
სტანდარტ ბანკი
ჯეოსელი
ბილაინი
მაგთი
წისქვილკომბინატი
გუდვილი
ეკოფუდი
საქართველოს ენერგეტიკული კორპორაცია
GPIH -ის კორპორატიული ფასეულობებიჩვენი კომპანიის საქმიანობის მთავარი არსი ადამიანების სიმშვიდეზე ზრუნვაა. დაარსების დღიდან ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ საქართველოში სადაზღვევო და საპენსიო მომსახურების საუკეთესო ტრადიციები. ჩვენ მივისწრაფით, რომ სულ უფრო უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და შევქმნათ ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ორგანიზაცია ქვეყანაში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ადვილი, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, თუ გავიზიარებთ, განუხრელად დავიცავთ და გავერთიანდებით ამ ფასეულობების გარშემო:
პატიოსნება, ყველასთან და ყველაფერში. ეს ჩვენთვის ნიშნავს ვიყოთ პირდაპირები, ყოველთვის ვილაპარაკოთ სიმართლე და შევასრულოთ დანაპირები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პატიოსნების გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებთ ერთმანეთის, კლიენტების და პარტნიორების ნდობას, ვერასოდეს შევქმნით ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან ორგანიზმს.
პროფესიონალიზმი, რაც ჩვენთვის ნიშნავს მისწრაფებას და უნარს პირნათლად და სულ უფრო უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მოვეკიდოთ მას ინტერესით და პასუხისმგებლობით. ვეცადოთ გავხდეთ საუკეთესონი იმ საქმეში რასაც ვაკეთებთ. და, ეს ეხება ყველას ვინც ჩვენთან მუშაობს, მიუხედავად პოზიციისა და სტატუსისა. პროფესიონალიზმი არის ის, რის გამოც ჩვენ ვჭირდებით და გვაფასებენ ჩვენი კლიენტები. ამის გარეშე, შეუძლებელი იქნება დასახული მიზნების მიღწევა.
პატიოსანი და პროფესიონალი კადრების სახით ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ მათი გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ძლიერი ორგანიზაცია. ამიტომ, გუნდურობა ჩვენი შემდეგი ფასეულობაა. კომპანიის ყოველი წევრი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საერთო შედეგებზე, პატივს სცემდეს და გვერდში ედგას კოლეგებს, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებდეს მთლიანად კომპანიის წარმატებისთვის და განვითარებისთვის.
ავტომობილის დაზღვევა რა იზღვევა?
დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ავტომობილი და დამატებითი მოწყობილობები. “ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტომობილების დაზღვევა მოიცავს რამდენიმე სადაზღვევო სქემას (შეზღუდული კასკო, სრული კასკო, კასკო ლუქსი, მინის დაზღვევა). თვითეული სქემა სადაზღვევო თანხის ფარგლებში, სხვადასხვა სადაზღვევო ლიმიტებით უზრუნველყოფს ავტომობილის ან მისი ნაწილების დაზიანება-განადგურებისაგან მიღებული ზიანის კომპენსირებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი რისკებით:
უბედური შემთხვევა (შეჯახება, გადატრიალება, დაცემა);
ხანძარი, თვით-აალება;
სტიქიური უბედურება;
ავტომობილის ქურდობა, ქურდობის დროს მიყენებული ზიანი, სხვადასხვა დეტალების ქურდობა, მინის დაზიანება და მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული სხვა ზიანი (ძარცვა, ყაჩაღობა).
“ჯიპიაი ჰოლდინგი” აანაზღაურებს
დაზღვეულის მიერ გაწეულ აუცილებელ და ზომიერ ხარჯებს, რომელიც მიმართულია დაზღვეული ავტომობილის შესანარჩუნებლად, ზიანის ასაცილებლად ან/და შესამცირებლად, მიყენებული ზიანის დონის დასადგენად;
ავტომობილის გადატანის ხაჯებს უახლოეს სარემონტო სახელოსნომდე, თუ სადაზღვევო შემთხვევის გამო დაზღვეული ავტომობილი ვერ გადაადგილდება საკუთარი სვლით;
ავტომობილის შეკეთების ხარჯებს, რაც მოიცავს მოწყობილობებზე, ავტომობილის სპეციალურ ნაწილებზე და შრომით რესურსებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას;
სრულ სადაზღვევო თანხას, თუ ზემოხსენებული რისკების გამო ავტომობილი 70%-ზე მეტად დაზიანდება.
დაზღვეული ვალდებულია მომხდარი ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო კომპანიას და მისცეს “ჯიპიაი ჰოლდინგის” ექსპერტებს საშუალება შეამოწმონ დაზიანებული ავტომობილი და მოახდინონ შესაბამისი გაანგარიშებები.
სადაზღვევო პრემიის გამოთვლის ძირითადი ფაქტორებია:
მანქანის ტიპი და მოდელი;
ძრავის სიმძლავრე;
მანქანის რეალური ღირებულება;
სადაზღვევო პერიოდის ხანგრძლივობა
რას მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევა?24 საათიანი სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია;
პირადი ექიმის მომსახურება;
სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
პროფილაქტიკური შემოწმება (წელიწადში ორჯერ);
იმუნიზაცია (წელიწადში ორჯერ);
ამბულატორიული მომსახურება - სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია,
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ექოსკოპია, კარდიოგრამა, ანალიზები, და ა.შ.);
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები;
ჰოსპიტალური მომსახურება - დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მედიკამენტები;
მშობიარობა და ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები;
სტომატოლოგიური მომსახურება.
ქონების დაზღვევა “ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ თქვენი ბიზნესის დაზღვევას სერიოზული ფინანსური დანაკარგებისაგან.
დაიცავით თქვენი ქონება
შენობა-ნაგებობები;
ავეჯი და ინვენტარი;
ელექტრონული, საინჟინრო და ტექნოლოგიური დანადგარები, მოწყობილობა და ხელსაწყოები;
ნედლეულის, მასალების და მზა პროდუქციის მარაგები;
ძვირფასი ნივთები.
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი კომპანია უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი ფიზიკური განადგურების/დაზიანების/დაკარგვისაგან, საქმიანობის იძულებითი შეწყვეტის შედეგად მიყენებული პირდაპირი ფინანსური ზარალისაგან
პ.ს. 2007 წლის ზაფხულში უმწეოთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯი პი აი ჰოლდინგმა გაიმარჯვა ისეთ სადაზღვევო კომპანიებს შორის როგორიცაა ბისიაი-ალდაგი, ირაო, იმედიL, სახალხო დაზღვევა და სხვ.
ეს კომპანიის არც პირველი და არც უკანასკნელი გამარჯვებაა.
ველი თქვენს კითხვებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...