#51403442 · 27 Sep 2017, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყიდება 2 ოთახიანი (მთლიანი ფართი - 55კვ.მ, სიმაღლე 2,7მ-მდე) ბინა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა) 31-ე საავიაციო ქარხანასთან ახლოს, გზის პირას (მეტრო ვარკეთილიდან მანქანით 5 წუთის სავალ მანძილზე). ბინა მდებარეობს თბილისის წყნარ, გამწვანებულ და მყუდრო გარეუბანში ქალაქური პროექტით აშენებული 8 სართულიანი სახლის მე-7 სართულზე. ბინა გამჭოლია, მზიანი და თბილი, აქვს შესანიშნავი ხედი და სახლს ირგვლივ აკრავს სიმწვანე, სკვერი, სათამაშო მოედანი. ბინის უმეტესი ნაწილი (საპირფარეშო და აბაზანა, საძინებელი და სასტუმრო ოთახი) 1-2 წლის წინ გარემონტდა უმაღლეს დონეზე. ბინის დანარჩენი შედარებით მცირე ნაწილი (კორიდორი, ლოჯი და სამზარეულო) არის ძველი გარემონტებული / ნაწილობრივ სარემონტო მდგომარეობაში. ბინას აქვს რკინის კარი, პატარა აივანი შესაბამისი სათავსოთი. სადარბაზოს ემსახურება განათება და ახალი ლიფტი. სახლში ფუნქციონირებს ყველა კომუნიკაცია (ბინის ახლადგარემონტებულ ნაწილში შეცვლილია ელექტროგაყვანილობაც), ასევე ინტერნეტი, ტელევიზია, ტელეფონი. ფასი - 77 500 ლარი. მესაკუთრის ტელეფონი: 555 207 149.
|