სულ რომ თავდაყირა ჰქონდეს გაჩერებული ამ დროს, არ მაღიზიანებს
მეც სულ ვტოვებ ნომერს თუ ოდნავ მაინც უადგილოდ მიწევს გაჩერება
ესაა ელემენტარული პატივისცემა ერთმანეთის მიმართ
მაგრამ რაც მე იმდღეს დამემართა ფაქტიურად სასწაული
პირადი ა/ფარეხის წინ მხვდება გაჩერებული უცხო მანქანა
დავრეკე პატრულში, მოვიდნენ ურეკავენ მფლობელს, აღმოჩნდა რო ნომერი სხვისია
აბა ავაყენე უბანი ფეხზე მეთქი ვისი მანქანაა ან ვისთანაა
თან სამსახურში მაგვიანდება უუუუუძალიანესად
ბოლოს მითხრეს მგონი ეგ იმათია აი იმ სადარბაზოში იმ სართულზეო
კაი, ავასკდი ქაქანით, ვაკაკუნებ კარიც არ გამიღეს, ვიღაც ქალმა გამომძახა
მეთქი ქალბატონო ესა და ეს მანქანა ეს ნომერი თქვენია?
არაო
კაი
ჩავედი, დავითრიე ჩემი ძმის ჯიპი, ჩავუბი და გავათრიე ორი მეტრით ამ ჭკვიანის მანქანა რო ფარეხიდან გამოვტეულიყავი
თან უკვე ისე ვარ გამწარებული, იმ წუთში რო მოვიდეს პატრონი საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ
გადავათრიე მოკლედ და პარპრიზზე დავუტოვე ქაღალდი, რომ მეთქი მანქანას კიდე ესე გააჩერებ და ჩაგიმტვრევ წინა მარცხენა მინას, თუ კითხვები გექნება დამირეკე და ჩემი ნომერი
ნუ კაი, წავედი
ნახევარ საათში მირეკავს ეს ტიპი
ჩემი მანქანააო, იქ ვცხოვრობო პროსტა ჩემ მეუღლეს ნომერი არ ახსოვდა და გითხრა რო ჩემი აარააო
და რაც მთავარია - მეო შენ გიცნობო და ძმაო ეგეთი რამეების დაწერა არ შეიძლებაო..........
ნუ დანარჩენს აღარ გავაგრძელებ
იქუნდაყოფილიყავით