ცალკე თემას ვერ ვხსნი და იქნებ აქ გამომეხმაუროთ ვინმე. ვაპირებ მანქანის შეძენას, ხელზე მაქვს 2.5K და რამე რო იყოს მაქსიმუმ 4-მდე შევავსებ. მინდა ე.წ. "სვეჟი" მანქანის შეძენა, რომ პროფილაქტიკებში არ ვირბინო და მშვიდად ვიარო. ვეძებ 2006-დან ზემოთ. უმჯობესი იქნება 2011-2013 წლებში გამოშვებული. არ მინდა საგონკაოდ და დსადრიფტაოდ. ძირითადი მოთხოვნები:
- მარცხენა საჭე
- დაბალი გარბენი (მაქს. 200K)
- დაბალი წვა 7-8 ლიტრამდე ქალაქში.
- იაფი შესანახი რო იყოს და ნაწილებმაც არ გამატყაოს.
ვიცი, რომ ამ ფასად მერსედესი და მისი შტუდგარტელი ძმა არ მომივა, და შესაბამისად ვეძებ ნისანი, ტოიოტა, ფორდი, ჰონდა, ჰიუნდაი, კია და მსგავს მწარმოებლებში.
ამ ეტაპზე შევარჩიე ორი მანქანა:
- 2011 წლიანი ფორდი ფიესტა 1.6 ავტომატიკა.
https://www.myauto.ge/ka/detail/26335306 - 2007 წლიანი ტოიოტა კოროლა 1.4 მექანიკა.
https://www.myauto.ge/ka/detail/26436868 რას მეტყვით თითოეულ მათგანზე, ყველაფრის გათვალისწინებით, რომელი მანქანის შეძენა ჯობს?