მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ საკუთარი პოზიცია 8 ადგილით გაიუარესა. ახალი ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იმყოფება.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის შეფასებით, საქართველომ რიგი მიმართულებით პოზიცია გაიუარესა. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კრიტერიუმში საქართველო 137 ქვეყანას შორის 87-ე ადგილზეა, რაც წინა წლის ინდექსში არსებულ 63-ე ადგილთან შედარებით 24 ადგილით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, საქართველოს სასამართლოს სისტემის სანდოობა გასული ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა.
ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება:
საკუთრების უფლებები - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
სასამართლოს დამოუკიდებლობა - 87-ე ადგილი, გაუარესება 24 ადგილით
ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში - 57-ე ადგილი, გაუარესება 12 ადგილით
მთავრობის გამჭვირვალობა - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
გადასახადების დონე - 8-ე ადგილი, გაუმჯობესება 1 ადგილით
დაბალანსებული ბიუჯეტი - 40-ე ადგილი, გაუარესება 16 ადგილით
ინფლაცია - 1 ადგილი, გაუმჯობესება 79 ადგილით
მთავრობის ვალი - 59-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი - 81-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით
დაწყებითი განათლების ხარისხი - 106-ე ადგილი, გაუარესება 13 ადგილით
სკოლების ინტერნეტიზაცია - 68-ე ადგილი, გაუმჯობესება 5 ადგილით
სამუშაო ძალის კვალიფიკაცია -125-ე ადგილი, უცვლელია
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა 112-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით
ყველა მეტი გაუარესება სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გვაქვს.
http://www.tabula.ge/ge/story/124598-world...gilit-gauaresda * * *
სასამართლოს დამოუკიდებლობაზე რომ იფხრიწებოდნენ, ის ხალხი სად გაქრა?