ჩემი ძმა იყო ერთ ერთ ეგეთ კომპანიაში მენეჯერი და მეც ეგრე ვფიქრობდი ვინ ყიდულობს მეთქი მაგრამ ერთხელ ერთ-ერთ კურიერს მანქანა გაუფუჭდა და ჩემი ძმა წავიდა შეკვეთების წასაღებად თელავში და ბარემ მეც გავყევი გავისეირნებ მეთქი...
თელავში, + ახმეტა და ამათი მიმდებარე სოფლები...
რაღაცა ძღუნკიან სოფლებში რა ფასიან წიგნებს ყიდულობდნენ რომ იცოდეთ გამოშტერდებით

200 ლარიანი ბიბლია, ვეფხის ტყაოსანი, რუქა და რა ვიცი კიდე, ამათ პლიუს კოსმეტიკა და ეგეთი რააცებიც ჰქონდათ და ნეტა გენახა თავის მოვლის საშუალებებს რა სასტავი ყიდულობდა
ასი წლისები თმის მოსავლელს და სახის გამაახალგაზრდავებელს და ეგეთებს

ჩემმა ძმამ მითხრა ეს ოპერატორები ჩემზე მეტს აკეთებენო ერთს 900 დავურიცხეო, ტიპები ისე ბურღავენ ტვინს, ნაგავსაც შემოგასაღებენ
თან ბაზაში თუ მოხვდი იმათთან უკვე ვსოო
რამდენიმე წლის წინ დედაჩემმა დაბადებისდღეზე ათტომეული მაჩუქა ერთ-ერთი და იმის მერე სულ ურეკავდნენ

ბოლოს აღარც პასუხობდა

თან ორი ოფისი აქვთ აქ და ქუთაისში და დასავლეთის მხარეს იმათ კურიერებს უშვებენ აღმოსავლეთში ამათსას...
3 თუ 4 კურიერი ჰყავდათ ამათ და თითო 30 შეკვეთაზე ნაკკლებს არ არიგებდა დღის განმავლობაში