ხშირად, როცა ადამიანები მარტო რჩებიან საკუთარ თავთან, ფიქრდებიან იმ განცდებზე, რომლებიც ეუფლებათ ხოლმე, ხოლმე, ხოლმე. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანებს უყვართ სასიამოვნო მოვლენების/განცდების გახსენება. ყოველდღიურად უთვალავი პოზიტიური რამ ხდება, ზოგიერთ ადამიანს აქვს უნარი დაინახოს სიკეთის მარცვლები სამყაროს თითოეულ გამოვლინებაში, იქნება ეს წვიმა თუ ციმციმა ვარსკვლავები მეორე ადამიანის თვალებში. ხშირად, ადამიანები ეძებენ სიხარულს, ხშირად კი - სიხარულს თავად ქმნიან.
ალბათ, არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე ის, რომ ადამიანს შეეძლოს მეორე ადამიანს სიხარული მიანიჭოს. ამისათვის ხანდახან თავდაყირა დგომასაც არ ვთაკილობთ ხოლმე. ეს ჩვენც ბედნიერებას გვანიჭებს. ადამიანის გახარება უთვალავი სახით შეიძლება. გახარების სახეობის მოფიქრება ადამიანობას, დიდ თვალებსა და ზღვა განცდებსა და გრძნობებს მოითხოვს. თუ სიხარული განცდაში არ გაქვს, ვერც წარმოიდგენ რას ნიშნავს მიანიჭო სიხარული სხვას - მარტივად და თან მთელი გულითა და მზრუნველობით.
ჰოდა, იპოვო ნივთი, რომელსაც არ იყენებ, მაგრამ ფიქრობ რომ სხვა ადამიანს გამოადგება და გაახარებს, სიყვარულის, ზრუნვისა და ყურადღების უდიდესი გამოხატულებაა. დღეს ბევრი ადამიანია, რომელსაც გაჩუქება სიამოვნებას ანიჭებს, ასევე ბევრია ადამიანი, რომელსაც შეხვდებით თუ არა ,,მაჩუქე, რაა’’ აკერია პირზე. Machuqe.me კი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა ასეთ ადამიანს თავი მოუყაროს და საშუალება მისცეს გასცეს და მიიღოს, ის რაც სჭირდება.
Machuqe.me - ს სიხარულისმომნიჭებელი პლატფორმა, გამჩუქებლებს და მჩუქებლებს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს სისტემაში დამატებული ნივთები, დაამატოს გასაჩუქებელი საგნები ან გასაჩუქებელი ნივთის ახალი მესაკუთრე გახდეს.
დაიწყე გაჩუქებით - გაეცი სიხარული და გაამრავლე უსასრულობაზე!
http://machuqe.me/