#51455313 · 5 Oct 2017, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსკოვიდან დაბრუნებულ პატრიოტთა ალიანსის წევრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ინფორმაციას დემოკრატები Facebook-ზე ავრცელებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, "სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარეობს". პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების შეფასებით, ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა აიკრძალოს, რისი ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს.
მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტრეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, კრემლში გამართული ნებისმიერი შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
4 ოქტომბერს პატრიოტების ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდება, რომლებსაც პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს.
"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში იმყოფება და რუს პოლიტიკოსებს ხვდება. 3 სექტემბერს ისინი დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდნენ.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს "პატრიოტთა ალიანსის" მეორე ვიზიტია მოსკოვში. პირველი ოფიციალური შეხვედრა დუმაში ივლისში გაიმართა. კარგია , მხოლოდ ფრიდემები რატომ? სად არიან დანარჩენები? ამ ბომჟების რეკლამა მოვისმინე და პირდაპირ მოწოდება არის ოკუპანტთან და სეპარატისტებთან კაპიტულაციის
This post has been edited by Free_World on 6 Oct 2017, 00:03
--------------------
მხოლოდ მთებშია თავისუფლება^^
სვანეთის მთები ჩემი სახლია^^
მაზოხისტ მოდერს, სადისტი იუზერი მოუღებს ბოლოს ^^
|