#51440372 · 3 Oct 2017, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდის უნდა დავიწყოთ რეალურად ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ძლიერში იგულისხმება ყველა ასპექტი , პოლიტიკური , სამხედრო, და სხვა ანუ სახელმწიფო რომლის იმედიც გაქ რომელიც შენს ინტერესს იცავს და რომლის დაცვაც ჩვენი პირადი ინტერესია
1-რატო არ არის საზოგადოებისგან ამის დაკვეთა? 2-რატომ არ გვინდა რეალობისთვის თვალის გასწორება და აქედან გამომდინარე მოქმედება? 2-საერთოდ რა მიზანი გვაქვს?
ჩემი აზრით არ არის ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი , თავად ჩვენი ქართული საზოგადოება ჩავარდნილია ღრმა ნიჰილიზმში გვჯერა რომ თავად არაფრის ძალა არ შეგვწევს და ჩვენზე აღარაფერია დამოკიდებული , ამდენად ვართ პასიურები ,გვჯერა ,ველით რაღაც მირაჟულ მოვლენებს და ყველაზე უკეთეს სცენარად ის დაგვისახავს რომ ვიღაცა, ამერიკაში , რუსეთში ან ევროპაში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
არ გვაქვს არანაირი საერთო იდეოლოგია. მარგინალიზირება მოახდინეს პატრიოტიზმის და ნაციონალური იდეების, კორკოტმორკოტების ხელით მარგინალიზაცია მოახდინეს ასევე ჯანსაღი დასავლური ფასეულობების, რუსთავი ორების და ენჯეოების ხელით მარგინალიზაცია მოახდინეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნიდანვე. მარგინალიზაცია ხდება ყველაფერი იმის რისიც ჩვენ გვჯერა
გამოგვაცალეს ყველაფერი რაც კი შეიძლება საყრდენი იყოს , გამაერთიანებელი , რამაც უნდა უბიძგოს ჩვენ ხალხს ძლიერი სახელმწიფოს შენებისთვის კოლექტიური პასუხისმგებლობისადმი. ასპარეზად მხოლოდ ის დაგვრჩა რომ ქუჩაში ნაგავი არ ვყაროთ ავტომობილი სწორად დავაყენოთ , წითელზე არ გავიაროთ და ა.შ ეს არის ის მაქსიმუმი რისთვისაც უნდა ვიღვაწოთ , დანარჩენი კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.....
რაშია გამოსავალი.
--------------------
საკუთარ მტყუანსაც კი ყოველთვის გვერდში დაუდექით ქართველებო
|