პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად.
თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
<img src='https://images.weserv.nl/?url=www.picz.ge/img/s2/1710/2/e/ef512abad045.jpg' border='0' alt='user posted image' class='linked-image' />1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისათვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი... მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისათვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად 1095 წლის ნოემბერში სამშობლოში - საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ მუსლიმების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და საბოლოოდ ჩაუყარა საფუძველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებას...
This post has been edited by Magicman Gio on 2 Oct 2017, 21:40