იტალიური ფეხბურთის
ლეგენდები თბილისური მატჩის შემდეგ თამაშს გროზნოშიც აპირებენ. ამის შესახებ SPortall.ge წერს.
რეგიონის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 65-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივთა გუნდი "ლიდერი" და იტალიის ნაკრების ვეტერანები დაუპირისპირდებიან.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 7 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩი გაიმართება გუნდ "ლიდერსა" და იტალიის ვეტერანთა ნაკრებს შორის. მატჩი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაში სტადიონ "ახმატ-არენაზე" გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც წყარო იუწყება, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ითამაშებენ: სტეფანო ფიორე,
მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სხვები. შეგახსენებთ, რომ
დასახელებულ იტალიელ ფეხბურთელთაგან 29 სექტემბერს თბილისში, საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" მონაწილეობის მისაღებად მასიმო ოდო იმყოფებოდა.გამყიდველ
ები
OFFTOPIC:ისე კალაძის პონტში ტოტი, მალდინი და რივალდო ჩამოვიდნენ და პუტინის პონტში ფიორე და სკილაჩი  და ოდო გადაუბირებიათ ლეგენდებიდან  |
This post has been edited by Frankens†ein on 4 Oct 2017, 14:52
Mens sana in corpore sano...