#51452019 · 5 Oct 2017, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mamukap
ეგ დაზგა ტრაილერით ან გემით უნდა ჩამოიტანო. მანდ გადაზიდვა მითითებულია ამერიკამდე, საქართველოში ეგენი ვერ გამოაგზავნიან ძAლიან დიდი ალბათობით. კითხე, რა არის ფასი ჩინეთამდე გადაზიდვისთქო, ანუ საერთაშორისო გადაზიდვის ფასი რომ გამომიკლოთო, ან შეგიძლია პირდაპირ მიწერო FOB ჩინური ქალაქის დასახელება, რომელსაც მოგცემს ქართული გადამზიდი.
კონტეინერებსა და ტრაილერებში ფოსტას კარგი ფასები აქვს, სხვა გადამზიდიც შეგიძლია იპოვო, უბრალოდ დიდი ხანი რომ არის ბაზარზე და ფასები ძლიან დაბალი რომ არ აქვს საბაზრო ფასთან შედარებით. ეგ დაზგა 1 კუბზე მეტი არ უნდა იყოს ჩემი აზრით, კუბზე ფასი დაალოხებით 200-300 დოლარია (ძალიან მიახლოებით, შერეულ გტუპაჟულ კონტეინერში). გემს დაახლოებით 45 დღე ჭირდება, ტრაილერი 2-3 კვირაში მოდის, უბრალოდ ტრაილერი ურუმჩიდან გამოდის, ანუ ძლიან ჩრდილოეთი ნაწილია ჩინეთის, ეგ დაზგა დიდი ალბათობით სამხრეთ ნაწილში იქნება. ამიტომ საზღვაო გადაზიდვას გირჩევდი ფასიდან და ადგილმდებაორებიდან გამომდინარე. არ არის დიდი პრობლემა ჩმოტანა, უბრალოდ მიდი გადამზიდ კომპანიაში, უთხარი რომ გრუპაჟი გჭირდება დაახლოებით 1 კუბი დაზგისთვის, შემდეგში გაოაკლებინე გამყიდველს ფასი საერთაშორისო გადაზიდვის და დანარჩენი უკვე მარტივია - გადაურიცხავ ფულს და დაელოდები პროდუქციის მისვლას ქართულ გადამზიდამდე. განბაჟება და მოსაკრებლები მოუწევს წესით მაგ პროდუქტს, რახან წარმოებას ეხება შეიძლება შეღავათიან რეჟიმში დაიბეგრო ან სულაც არ დაიბეგრო, თუმცა განბაჟების საკითხი უმჯობესია უშუალოდ შემოსავლების სამსახურში გაარკვიო.
--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !
|