მინდა მოკლედ გადმოგცეთ თუ როგორ გაგვახარა ხავიერ ძანეტის თბილისში ჩამოსვლამ.
ჯერ ამ ამბის გაგება ხო შოკი იყო ჩვენთვის, როგორც კი შოკიდან გამოვერკვიეთ, მაშინვე შევუდექით საქმეს. ბევრს წაკითხული გექნებათ ჩვენი თავგადასავლები, ასე რომ ხავიერ ძანეტი უკვე ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს. თბილი შეხვედრა ბაქოში სასტუმროში, სტადიონზე, თამაშზე, ძვირფასი საჩუქრის გადაცემა სასტუმროში, ავტოგრაფები, სურათები, საუბარი და აშკარად ჩანს რომ უკვე ძალიან კარგად გვიცნობს და ვიცოდი რომ ხვდებოდა აქ რა დახვედრაც ელოდა ჩვენგან და სასტუმრო ბილმორთან რომ დაგენახათ აშკარად ყველა მიხვდებოდით რომ არაფერი არ გაკვირვებია და ზუსტად ასეთი მოლოდინი ქონდა.
ესეც ფოტო:

ეს კარიკატურა ზალიკომ დაგვიხატა.

ძალიან თბილად შეგვხვდა, ბევრი მადლობები გვიხადა საჩუქრისთვის და დახვედრისთვის, მაგრამ რა იცოდა სტადიონზე რა სიურპრიზი ელოდა.
სტადიონზე კი რაც ნახა, ალბათ მისთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და არა მარტო მისთვის, რადგან არავის არ ქონია ტრიბუნებიდან მსგავსი მხარდაჭერა.
ყველამ ნახა როგორ მოვიდა ჩვენთან, როგორ მოიყვანა რეპორტიორები, ბევრი სურათები გადაიღო, რეპორტიორებს დაავალა, რომ ყველა ბანერი სათითაოდ გადაეღოთ, წაიკითხა ყველა ბანერი და თუ რა ეწერა იმ ბანერებზე, ამაზე ქვემოთ ცალკე დავწერ. კიდევ ბევრი მადლობები გვიხადა და გაბრუნდა მოედანზე მართლა უზომოდ გახარებული.
თამაშის დროს ვინც აკვირდებოდა, ბევრჯერ შეამჩნევდა პირველ 45 წუთში თუ რამხელა სიამაყით და მადლიერებით იყურებოდა ხოლმე ჩვენსკენ, აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან გაუხარდა, ასეთი დახვედრა და მხარდაჭერა დინამოს სტადიონზე არავის არ ქონია და გვეამაყება ეს ყველაფერი.
ეხლა კი ფოტოებს დავდებ:










ეს კი თამაშის დასრულების შემდეგ გადაღებული
ფოტოები:



ეს კი საღამოს შარაფი:

This post has been edited by internazionale on 4 Oct 2017, 13:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)