დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ტორონტოს თამაშების მჯდომარე ფრენბურთში გამარჯვებული ქართველების წარმატებაზე ისაუბრა. პრინცმა ჰარიმ სიტყვა თამაშების დახურვის ცერემონიაზე წარმოთქვა.
"თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ მასშტაბს, რისი მოწმენიც გავხდით თამაშებზე. გაგაფრთხილეთ, ყოფილიყავით მზად კონკურენციისთვის, თუმცა არცერთი ჩვენგანი ელოდა, რომ ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ არც კი ჰქონდა მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილება, ოქროს მედალს მოიპოვებდა", - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიური თამაშებში „Invictus Games“ დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში 28 სექტემბერს ოქროს მედლები მოიპოვეს.
დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
პრინცმა ჰარიმ ქართველ სამხედროებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრინცი ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა და ფრაზებს "საქართველო" და "საქართველოს გაუმარჯოს" მათთან ერთად ხმამაღლა სკანდირებდა.
აღსანიშნავია, რომ Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
ცნობილი გახდა, რომ ძლიერთა თამაშებში გამარჯვებული სამხედროები, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ფულად პრემიებს მიიღებენ.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/30162/pr...droebze-isaubraეს ყველაფერი კაი და მე კიდევ რისი თქმა მინდა: უცხო ქვეყნის პრინცი უფრო მეტ პატივს რომ სცემს შენს ჯარს და ჯარისკაცებს და ზოგადად, ჯარისკაცებს, ვიდრე საკუთარი საზოგადოება, ეს ის შემთხვევაა...
ჩვენ კიდევ ბაია პატარაიას ველოდებით, ის როდის წავა ჯარში, რომ ჩვენც წავიდეთ... თუ არადა, ჯინაზე არ მივდივართ...

და ფორუმზე თემებს ვხსნით, როგორ ავიცილოთ ჯარი თავიდან...
ვულოცავ ჩვენებს! <3