ზოგადად ფორუმზე დიდა არ ვპოსტავ და არც ვმონაწილეობ აქტიურად აქაურ სუბკულტურაში.
თემის გახსნა გადავწყვითე ამ ტოპიკის გამო:
რატომ ვერ ვქაჩავთ ქართველები თანამედროვე ტექნოლოგიებშიმრავლად არის ვიშვიში რომ აი მთავრობა, განათლება და ასე შემდეგ.
მე გთავაზობთ დაიწყოთ თქვენი თავიდან. საქართველოს აქვს პოტენციალი რომ აითვისოს ნიშა outsource development ის. ამისთვის არ გჭირდებათ არანაირი სახელმწიფო დახმარება.
არის შემდეგი რესურსები:
https://javarush.ru შესანიშნავი რესურსი java-ს შესასწავლად.
http://codingbat.com/java java და python.
https://www.codecademy.com სხვადასხვა ენები.
გარდა ამისა არის მრავალი რესურსი YouTube ზე.
დასხედით, გაარჩიეთ. გაიარეთ თუნდაც უფასო სტაჟირება virtual team ებთან. (არასაქართველოში ანუ).
Entry level პროგრამისტს შეუძლია მინიმუმ 500$ იშოვოს რაც ძალიან სწრაფად შეიძლება გადავიდეს მონდომების და შრომის შედეგად 3 ათასზე და ზევით.
შესაძლებლობის ფარგლებში კონსულტაციებს ყველას გავუწევ.
ვიმეორებ არავინ არ გჭირდებათ რომ საქმეს მოეკიდოთ ხელი და წარუმატებლობაში დამნაშავეები არ ეძებოთ. მსოფლიოში დეფიციტია პროგრამისტების, გამოიყენეთ თქვენს სასარგებლოდ.
* * *
აი ეს არის ზუსტად

* * *
ამის მერე ვინმე ფორუმზე წუწუნს რომ დაიწყებს სამსახური არ არისო... ეჰჰ
This post has been edited by Omicron_Theta on 5 Oct 2017, 16:54