ოხ ეს მარკეტინგი
PCI და PCI-E ანუ იგივე PCI-Express სლოტი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, და სულ სხვადასხვა გამტარუნარიანობა გააჩნიათ, ამიტომაც ერთი ასო აკლია მერე რა, იმუშავებს მაინცო, არაა სწორი მიდგომა.
მაგ 3 ცალ PCI სლოტში შეგიძლია საუნდ კარტა, ლან კარტა usb კარტა ან სხვა კიდევ დაბალი გამტარობის დივაისი ჩასვა.
რათქმაუნდა PCI-Ex1 შიც შეძლებ ამ ყველაფრის ჩასმას, მაგრამ უფრო მაღალი გამტარუნარიანობა აქვს (რაც მაინინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა) ამ სლოტს, ამიტომაც მიდის ვიდეოკარტები მაგაზე და ამიტომაც გამოიყენება მაინინგში PCI-Express ნებისმიერი სლოტი (იქნება ეს 1X, 2X, 4X, 8X და ყველაზე ბოლოს 16X) და არა PCI.