#51456026 · 6 Oct 2017, 01:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენს გადახდიდით ზოგად ინგლისურში დიდ დიღომში რომ გაიხსნას ცეტრი? ცენტრში იქნებიან მხოლოდ მინიმუმ მაგისტრატურის ხარისხის მქონე საუკეთესო სპეციალისტები დასაქმებულნი, რომლებიც ასწავლიან ცნობილ კერძო სკოლებში და უნივერსიტეტებში.
ცენტრში იქნება ძალიან მყუდრო და მეგობრული გარემო, ცენტრი მოგამარაგებთ მთლიანად უახლოესი სასწავლო მასალით (მხოლოდ უცხოელების მიერ გამოცემული წიგნებით იქნება სწავლება), აკრძალული იქნება ქართულ ენაზე საუბარი. ცენტრი საუკეთესო მოსწავლეს თითო ჯგუფიდან ყოველი 6 თვის შემდეგ გაუშვებს ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ინგლისში 2 კვირიან კურსებზე. ცენტრის მასწავლებლები იქნებიან გამოცდილი სიქრონისტები და მეთოდისტები.
ასევე გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ რომელი კურსის გახსნას ისურვებდით და რამდენს გადაიხდიდით ამ კურსებში მაგ: 1. პროფესიული თარგმნის კურსი (კურს წაუძღვება 15 წლის გამოცდილების მქონე რამდენი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რომელიც პროფესიულ ინგლისურს კითხულობს მაგისტრანტებთან) 2. იურიდიული, ბიზნეს და სამედიცინო ინგლისური კურსი - კითხულობს იგივე სპეციალისტი 3. IELTS, TOEFL, FCE, KET, PET, CAE, CPE, GMAT, SAT, GRE კურსები - სპეციალისტებს გააჩნიათ უნივერსიტეტში სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მათემატიკას ინგლისურად ასწავლიან. ყოველ ჯგუფში ყველაზე მაღალ ქულას გამოცდაზე ვინც მიიღებს უბრუნდება გადახდილი თანხის 60 % 4. ზოგადი ენის კურსი - ამავე ენაზე მოსაუბრე პედაგოგთან. 5. სააბიტურიენტო პროგრამა ენებში - კურსებს კითხულობენ უნივერსიტეტის ლექტორები, დოქტორანტები და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, რომლებიც უნივერსიტეტშივე მუშაობენ. 6. თქვენ დაამატეთ რომელიმე კურსი.
ასევე მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენი მოსწავლე უნდა იყოს ზოგადი ენის კურსზე? სააბიტურიენტო პროგრამაზე? საერთშორისო გამოცდების მოსამზადებელ კურსზე?
|