„არა ინტელექტის ოკუპაციას“ – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე კვირაა გძელდება. ამ კამპანიით ასოციაციის წევრები და კამპანიაში მონაწილე ხელოვანები, საქართველოში საავტორო უფლებების დამცველი ახალი ორგანიზაციის დაარსების მცდელობას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის ავტორთა ორგანიზაციის (RAO-ს) და ევრაზიული კონფედერაციის დაფინანსებით უნდა შეიქმნას.
„კვირა“ დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა ხელოვანებთან, რომლებიც სოციალურ კამპანიაზე, საავტორო უფლებების ასოციაციასა და რუსულ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი ალტერნატიული საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის დაარსების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ღიად საუბრობენ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციაზე.
http://kvira.ge/455133