https://www.sportall.ge/fekhburthi/uckhouri...-tsamovida.htmlუელსელი ფანის განრიგი, რომელიც თბილისში ვერ წამოვიდა
უელსელი ფანებისთვის 6 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს შეიძლება გადაწყდეს მათი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საკითხი.
რამდენიმე ათასი ფანი უკვე თბილისშია და "დინამო არენის" დაპყრობით იმუქრება.
- მოდი "დინამოზე"! გადაფარე უელსის ათასობით ქომაგის ხმა! [VIDEO]
რა თქმა უნდა, უელსის ნაკრების ყველა გულშემატკივარი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ამიტომ უელსის ნაკრების ფან-კლუბმა სახლში დარჩენილებისთვის 6 ოქტომბრის განრიგი გამოაქვეყნა.
ვყიდულობთ ლუდს დიდი რაოდენობით
ლუდს ვაწყობთ მაცივარში
ვუყურებთ ბენ ვუდბურნის გოლს 500-ჯერ (უელსის ნაკრების 17 წლის ტალანტია, რომელმაც სადებიუტო მატჩში ავსტრიას ლამაზი გოლი გაუტანა)
ვსვამთ ლუდს
ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე ITV-ზე
ვსვამთ მეორე ბოთლ ლუდს
ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე BBC-ზე
ვსვამთ მესამე ბოთლ ლუდს
ვუყურებთ უელსის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან სახლში დაბრუნების ცერემონიას
ვაცარიელებთ მაცივარს ლუდისგან
ვუყურებთ დოკუმენტურ ფილმს კრის კოულმენზე
ვტირით ბევრს
მივდივართ პაბში
ვუკვეთავთ ლუდს
ვიღებთ სიამოვნებას საქართველო-უელსის მატჩისგან
ვღრიალებთ ბევრს და გაურკვევლად
ვბრუნდებით სახლში, ვაღვიძებთ ცოლს და ვიწყებთ სიმღერას "ს