ძალიან სერიოზული წინადადება მაქვს იმ ხალხისთვის, ვისაც ბევრი ფული აქვს და ეძებს რაიმე შემოსავლიან საქმეს.
მაქვს კახეთში ლოპოტას ხეობაში ძალიან დიდი ტერიტორია. 29 ჰექტარი დაახლოებით, რომელიც აერთიანებს 7 ტბას. ადგილი არის ერთ-ერთი უნიკალური საქართველოს მასშტაბით. უსუფთავესი გარემო, ახლოს დასახლებულ პუნქტთან. არანაირი ნაგავსაყრელი და დაბინძურებული ნიადაგი ახლომახლო. ტბებს კვებავს მთიდან მომავალი მდინარე - ლოპოტა. ტერიტორია არის გათვლილი თევზის მეურნეობაზე, თუმცა სხვა რამეების გაკეთებაც შეიძლება: სასტუმროები, გოლფის მოედნები, წყლის თხილამურები, სათბურები, მესაქონლეობა, მეფრინველეობა და ა.შ.
ადრე აქ გვქონდა საოჯახო ბიზნესი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს ტოვებდა (ისიც 4 ტბას ვამუშავებდით და არა 7ივეს). გარკვეული მიზეზების გამო იძულებული გავხდით ბიზნესი გაგვეჩერებინა. ამჟამად, ფიზიკურად ვერ ვუვლით ტერიტორიას, რადგან ოჯახში ყველა დაკავებული ვართ. იმისათვის, რომ იქ რაიმე საქმე დაიწყო საჭიროა ფიზიკურად ადგილზე ყოფნა და იქაურობისათვის ზედამხედველობის გაწევა.
რატომ დავწერე ამდენი. მოკლედ, ვეძებ ადამიანს, რომელიც ჩადებს ფულს ამ ადგილის განვითარებაში და შემოსავალს გავიყოფთ. განვიხილავ სხვადასხვა პირობებს, მაინდამაინც ეხლა ყანები, ვენახები და ჩაის პლანტაციები ნუ იქნება, რადგან ამ ტერიტორიის პირდაპირი დანიშნულება არის თევზი, სასტუმროები და დასასვენებელი ადგილები. მომზადებული მაქვს პრეზენტაცია 3 ენაზე. თუ ვინმე დაინტერესდებით შემეხმიანეთ ან აქ ან მეილზე : befit223@gmail.com. გავიაროთ ყველა საკითხი.
სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოს მსგავსი პროექტები არ აინტერესებს. არადა გარკვეული ფულადი დახმარების შემთხვევაში, ამ ტერიტორიას ვაქცევდი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებლ კომპლექსად, აგრეთვე, ტურისტებისათვის ერთ-ერთი მონახულებად ადგილს. მოვლილი მაქვს თითქმის ყველა ბანკი და სახელმწიფო სტრუქტურა, დაინტერესება - 0.


This post has been edited by mr_hammett on 1 Oct 2017, 17:04