ეს არის სამხრეთ აზიური ფაროსანი - ანადგურებს ყველაფერს - სიმინდს, თხილს, სოიოს, ლობიოს, ბისტნეულს... ხვრეტს და ძვრება ნაყოფში.. რაც მთავარია ზამთარში არსად მიდის - იზამთრებს სახლებში, ჭამს ფარდებს და ა.შ.
უახლოეს 1- 2 წელიწადში უნდა მოხდეს მისი შეჩერება სანამ მთელს საქართველოს მოედება..
საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან, სოჭიდან - 2014 წელს რუსეთში გამართულ ოლიმპიადის მოსამზადებლად სოჭში ჩაიტანეს ხეები, სამშენებლო მასალა ჩინეთიდან და სამხრეთ აზიიდან.. იქიდან მოხდა მისი გავრცელება აფხაზეთის ტერიტორიაზე.. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა 20165 წლიდან, შარშან ვერ მოახერხა დიდი ზიანის მოტანა, წელს ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში... გურიაში გაანადგურა თხილის, სიმინდის თითქმის მთელი მოსავალი
წელს მოედო იმერეთის ნაწილსაც.
საქართველოს მთავრობამ არასწორი არასათანადო დაგვიანებული ღონისძიებები გაატარა რის გამოც მწერი მოედო ველებს...
მომავალ წელს იგივე სიტუაციის შემთხვევაში ვარაუდობენ რომ ფაროსანი გავრცელდება მთელს დასავლეთ საქართველოში და გადაინცვლებს აღმოსავლეთ საქართველოსკენაც ..
მთავრობის წლევანდელი უმოქმედობის მსგავსი თუ განმეორდა, 2 წელი დასჭირდება და ფაროსანი დედოფლისწყაროში ჩააღწევს.. და თუ კახეთში ჩააღწია მანდ დამთავრდა "საქართველო ღვინის სამშობლო" - ანადგურებს ყურძნის, თხილის, ატმის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ხურმის, ციტრუსის, ბოსტნეულის, კენკრის მოსავლის 70%მდე რაც წელს გააკეთა...
მოქმედებაა საჭირო! ყურები გამოიბერტყეთ
----------
აზიური ფაროსანას მკვებავი მცენარეების რიცხვი საკმაოდ დიდია: ხე-მცენარეებიდან მავნებელი უმთავრესად აზიანებს თესლოვან ხეხილოვან კულტურებს (ვაშლი, მსხალი), ყველა სახეობის ციტრუსს, ქლიავს, ხურმას, ლეღვს, თხილს და ვაზს.
ბოსტნეული და მარცვლეული კულტურებიდან აზიური ფაროსანა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ლობიოს, პომიდორს, კიტრს, წიწაკას, სიმინდს. ასევე აზიანებს კენკროვან კულტურებს და დეკორატიულ მცენარეებს.
მავნებლის მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის მიყენებული ზიანი კულტურების მიხედვით, გარეგნულად სხვადასხვაგვარია: ვაშლზე და მსხალზე მავნებლის მოქმედების შედეგად ჩნდება ნეკროზი, გაკორპება და კანქვეშ ფორმირდება მშრალი, ხავერდისებრი ქსოვილი, ნაყოფის გემო უარესდება, ხოლო ზედაპირი კი იფარება მცირე ზომის, მეჭეჭების მსგავსი ბორცვაკებით.
ციტრუსებსა და ხურმაზე მავნებელი იწვევს ნაყოფის განუვითარებლობას და ცვენას, ასევე ყურძენზეც – მარცვლები ვერ მწიფდება და ცვივა. გარდა ამისა მავნებლის მოქმედების შედეგად უარესდება ღვინის ხარისხი.
თხილის ნაყოფს აზიური ფაროსანა აზიანებს რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზებში და შედეგად ვერ ვითარდება თხილის გული.
პომიდორსა და წიწაკაზე მავნებლის ნაჩხვლეტ ადგილებში ჩნდება ნაყოფის სიდამპლე. სიმინდზე კი მავნებლის მოქმედების შედეგად ვერ ვითარდება მარცვლები.
ადამიანების ჯანმრთელობისათვის მავნებელი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას, გარდა იმისა, რომ გამოსაზამთრებლად იგი შედის შენობებში, სადაც ქმნის დისკომფორტს და აბინძურებს გარემოს.
* * *



2015-2016 წლებში მავნებელი ინტენსიურად გავრცელდა რუსეთში და საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, სადაც მავნებლის მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში. აქ მავნებლის უარყოფითი ზემოქმედების შედეგად 2-3 ჯერ შემცირდა ატმის, მანდარინის და ხურმის მოსავალი.
მავნებლის აღწერილობა და ბიოლოგია. მავნებლის სხეულის სიგრძე 1-17 მმ-ია. იგი მსხლისებრი ფორმისაა, ოდნავ გაბრტყელებული. სხეულის ზედა მხარე მოყავისფრო ფერისაა, ხოლო ზურგსა და თავზე აღენიშნება აჭრელება, რაც ვიზუალურად ქმნის მარმარილოსებრ შეფერილობას. სხეულის ქვედა მხარე თეთრი ან მოთეთრო-ყავისფერია, ზოგიერთ შემთხვევაში ამავე არეალზე აქვს მუქი-ყავისფერი, ან შავი ლაქები.
აზიური ფაროსანა მისი მონათესავე სახეობებისაგან განსხვავდება ნათელი ფერის ზონებით ულვაშებზე (ე.წ. „ანტენებზე“) და შავ-თეთრი მოხაზულობით მუცლის კიდეებზე.
მავნებლის ფეხები ყავისფერია, დამახასიათებელი თეთრი სეგმენტებით.
მავნებლის მატლს ახასიათებს ხუთი ასაკი. პირველი ასაკის მატლის ზომა 2,4 მმ-მდეა, ასაკის ცვლასთან ერთად იგი ზომაში იზრდება და აღწევს 12 მმ-მდე. ასევე ასაკის მიხედვით მატლები სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან: პირველი ასაკის მატლი ნარინჯისფერი, ან წითელი ფერისაა. მეორე ასაკის დადგომიდან ფერი იცვლება-მუქდება და მატლი თითქმის შავ შეფერილობას იღებს. განვითარების შემდგომ ასაკებში (III-IV-V) მატლი კვლავ იცვლის ფერს და ხდება მოყავისფრო-თეთრი შეფერილობის.
განვითარების პარალელურად მატლის ასეთი რადიკალური სახეცვლილება მნიშვნელოვნად ართულებს მის იდენტიფიცირებას საველე პირობებში.
აზიური ფაროსანას კვერცხი თეთრი ფერისაა და მომრგვალო-ბურთისებრი ფორმის. ზომით 1,3 მმ-დან 1,6 მმ-მდე დიამეტრის.
აპრილის ბოლოდან ზრდასრული მავნებელი გამოდის მეზამთრეობის ადგილიდან და იწყებს პატრონ-მცენარეების ძებნას, დამატებითი კვებისათვის. ეს პროცესი, ანუ დამატებითი კვება გრძელდება 1-2 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მდედრი მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. კვერცხი იდება ჯგუფებად, როგორც წესი, ფოთლების ქვედა მხარეს. თითოეულ ჯგუფში 20-30 კვერცხია.
ჩვენს პირობებში წელიწადის განმავლობაში მავნებელს შესაძლოა ჰყავდეს 3-მდე თაობა. პირველი თაობის გამოჩენა-განვითარება მოსალოდნელია მაისის I დეკადიდან. მეორე თაობა შესაძლოა გაჩნდეს და განვითარდეს ივნისის II-III დეკადიდან-აგვისტოს I დეკადამდე პერიოდში, ხოლო მესამე თაობის გამოჩენა და განვითარება კი შესაძლებელია დაფიქსირდეს აგვისტოს I დეკადიდან-ოქტომბრის I დეკადამდე. ოქტომბერ-ნოემბრიდან მავნებლის ზრდასრული ფორმები გადადიან დიაპაუზაში.
This post has been edited by martvileli on 16 Aug 2017, 00:14