Hermosaთუ იმის თქმა გინდათ, რომ მთავრობა არაფერს არ აკეთებს ა ბატონო ცნობად ხო მიიღო
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N4
2017 წლის 14 მარტი, 12:00 საათი;
ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
დღის წესრიგი (პროექტი)
3. ინფორმაცია - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე.
(მომხსენებელი: გიორგი იაკობაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე).
II. მოისმინეს:
გ. იაკობაშვილის ინფორმაცია - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე. ფაროსანა მიეკუთვნება ინვაზიურ მავნებელ მწერს, რომლის სამშობლოა იაპონია, სამხრეთ ჩინეთი და კორეა. 1990-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2000-იანი წლებიდან – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მისი მავნებლობა მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. საქართველოში აზიური ფაროსანას პოპულაცია პირველად აღინიშნა 2015 წელს. თხილის და სიმინდის კულტურის პირველი მნიშვნელოვანი ზარალი აღინიშნა 2016 წელს. ფაროსანას ახასიათებს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი. გამოზამთრებული ზრდასრულები თავშესაფრებიდან ადრე გაზაფხულიდან შუა ივნისამდე გამოდიან და მაშინვე იწყებენ კვებას მასპინძელ მცენარეებზე. საქართველოს პირობებში მავნებლის ბიო-ეკოლოგია მეცნიერულად შესწავლილი არ არის და მისი გავრცელება სხვადასხვა რეგიონებში არაპროგნოზირებადია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიებებია:
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დაგეგმილ ღონისძიებებში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით;
სპეციალისტების შესაძლებლობების გაუმჯობესება (ტრენინგები, მონიტორინგის ჩატარება და მავნებლის კონტროლი);
მონიტორინგი (ხაფანგები, სატყუარები, ინტერაქტიური რუქები);
თხილის ფართობების პესტიციდით დამუშავება, ახალი ტექნოლოგია - “მიიტყუე და მოკალი” მახეების გამოყენება.
მომხსენებლის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების, პრესის, საინფორმაციო საშუალებების მაქსიმალური ჩართულობა, რათა ყველა მოსახლემ გაითავისოს მავნებელთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია. ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 2002 წლიდან ებრძვიან ამ მწერს, მასთან დაკავშირებით აქვთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შეერთებული შტატები ამაზე ხარჯავს დიდ თანხებს და შედეგია ის, რომ 5%-მდეა დაყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზარალი. მეორე პუნქტი არის მავნებლის მონიტორინგი ადგილებზე. მათი გავრცელების დატანა მოხდება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. მესამე პუნქტია ბრძოლის ღონისძიებების დაწყება. ფერმერებს დაურიგდებათ პრეპარატები, რომლის შესხურების შემდეგ შესაძლებელი იქნება ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. პირველ ეტაპზე ბრძოლის მიზანია პოპულაციის შემცირება, აქ არ არის საუბარი განადგურებაზე. დღეისათვის არ არის ცნობილი მავნებლის რეაგირება ამა თუ იმ პრეპარატზე, როგორ გადაადგილდება, როგორია გავრცელების არეალი. პირველი წელი გახდება სურათი იმისა, შემდეგ როგორ გაგრძელდეს (გაძლიერდეს, თუ შემცირდეს) მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, პრეპარატები გამოდგება სხვა მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც, თუ ის ზუსტად ფაროსანას გავრცელების ზონაში მოხვდება. ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში მუდმივი ძებნის საგანია აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტერი, რომელიც პოპულაციას შეამცირებს. საქართველოშიც ხდება მონიტორინგი ბიოლოგიური მტერის აღმოსაჩენად. აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის მოძრაობა დაფიქსირებულია დაბალი მასშტაბით. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი რისკია იქ, სადაც არის საკარმიდამო ნაკვეთები. ბრძოლის ღონისძიებების დაწყებისთვის ყველაზე ეფექტური ვადებია მაისის შუა რიცხვები, როდესაც კვერცხიდან გამოჩეკილი ფაროსანას ნიმფაზე მოხდება წამლის ზემოქმედება. ეს არის ბრძოლის ღონისძიებების ყველაზე წარმატებული აქტივობა, რადგან დაფრთიანებულ ფაროსანას ნაკლები ზიანი ადგება შეწამვლისას, მითუმეტეს რომ მას აქვს ჯავშანი სხეულზე.
აზრი გამოთქვეს:
1. ზ. ლიპარტია: მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეპარატების სამი ჯგუფი, სადაც შედის დაახლოებით 70-80 დასახელების წამალი. მათი საკმარისი რაოდენობაა ყველა რაიონში და ყველა მათგანის გამოყენება შესაძლებელია. ჩვენ შევარჩიეთ ის პრეპარატი, რომელიც ამერიკელი ექსპერტების რჩევით იქნება ყველაზე ეფექტური. წლების განმავლობაში ეგუება მავნებელი ერთიდაიგივე ჯგუფის პრეპარატს, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა წამლის შეცვლა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათი შეძენა ნებისმიერ დროს, თუმცა გამოყენება სახლებში კატეგორიულად აკრძალულია. დიდი იმედი გვაქვს ბიოპროდუქციის მწარმოებელ ბიომეურნეობებში ერთ-ერთი სოკოვანი ბიოპრეპარატის გამოყენების, რომელსაც საცდელად შემოვიტანთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი გამოყენების თაობაზე.
2. ო. დანელია: ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. მათ უნდა ქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, როდის დაიწყონ და დაასრულონ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები, როგორ იმოქმედონ, ვინაიდან არ არსებობდა ინფორმაცია ფაროსანასთან დაკავშირებით. მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო იქნება შტაბების მოწყობა, ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა, პირობების შექმნა და ჩემი თხოვნაა, თუ საჭირო იქნება, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართოს ჩვენი ჩართულობისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მაქსიმალური კოორდინაციისთვის. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩავერთვებით და გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს პროცესები.
აზრი გამოთქვეს: გ. ბუკიამ, ი. (დაჩი) ბერაიამ, გ. ბეგაძემ. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე: ოთარ დანელია
სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი
This post has been edited by emmasnow on 10 Oct 2017, 11:35