ქართველობას დაკარგავ მაშინ როცა
1. ქართულად წერას გადაეჩვევი და ქართულად დაწერილი ტექსტის წაკითხვა გაგიჭირდება
2. შემოგდებული არაქართული სიტყვები უფრო ახლო და შენიანი გახდება ვიდრე მისი ქართული შესატყვისები
პირველს რაც შეეხება , ქართველის ახალგაზრდობის (განსაკუთრებით სკოლის ასაკის) უმეტესობა სოცქსელებში (ფეისბუქი, იუტუბი და ა.შ.) იყენებს ლათინურ დამწერლობას. სანამ "პაგალოვნად" წავშლიდი ეგეთ ადამიანებს ჩემი ფეისბუქმეგობრებიდან 14-დან 20 წლამდე ადამიანების 80 % მეგობრებისა სტატუსების, კომენტარების თუ პირადი მიმოწერის საშუალებად იყენებდა ლათინურ ანბანს. ავდექი და ყველა ამოვშალე სიიდან.
ამასწინათ ვკითხულობდი ერთერთი სკოლის ქართულის მასწავლებლის ინტერვიუს სადაც იძახდა რომ საშინლად უჭირთ 6-7 და ზემოთ კლასელებს კარნახის წერა, ვერ ასწრებენ კარნახის მიყოლას და რვეულის გასწორებისას ხშირად მხვდება შ-ს მაგივრად ინსტიქტურად სჰ, თ-ს მაგივრად ტ და მსგავსი შეცდომებიო.
ძალიან ხშირად შემხვედრია და ალბათ თქვენც შეგხევდრიათ კედლებზე თუ ასფალტზე დაწერილი ქართული ტექსტები მაგალითად mari miyvarxar, tiko + nika = sheyvarebulebs, gaymarjos pekinis sastavs და ეგეთები
ვინმეს შეგიძლიათ დაუკვირდეთ და წარმოიდგინოთ რა დედა აქვთ ტიპებს #####ული, რა ჭირთ მათ ტვინებს, ეს ლათინური სიბინძურე მათთვის უკვე მშობლიურ და კომუნიკაციისთვის ყველაზე მისაღებ ენად და დამწერლობად გადაიქცა.
რამდენს ვიცნობ არამარტო ახალგაზრდას, ასაკიან ადამიანებსაც ვინც ქართულად დაწერილ ტექსტებს ძლივს კითხულობს, ლათინურად ნაჯღაბნს კიდე თავისუფლად ჩაარაკრაკებენ
რაც შეეხება მეორე პუნქტს, ანეგდოტად იყო ქცეული გურამ პეტრიაშვილის ყელფანდურა, კი ბატონო მუსიკალური საკრავები, ისევე როგორ სამედიცინო ტერმინოლოგია და სხვა მსგავსი თემები არ უნდა ითარგმნებოდეს მაგრამ ყოველდღიურ სალაპარაკო ენაში შეთანხმებას კონსენსუსს რომ ანაცვლებ და ჯიუტად ცდილობ ავთენტურობა ან ინტეგრაცია შემოტენო ქართულ ცნობიერებაში ამას რა ქვია? ენის განვითარებას ემსახურება ეს თუ საკუთარის გაძევებას და უცხოს შემოგდებას? რატომ უნდა თქვა დისტანცია როცა გაქვს მანძილი, რატომ უნდა იძახო სიტუაცია როცა გაქვს ვითარება, სიტყვა პრობლემის ოთხი შესატყვისი გვაქვს - დაბრკოლება, უსიამოვნება, წინააღდეგობა, შეფერხება... მაგრამ არა! აუცილებლად პრობლემა უნდა ვთქვათ...
ივენთი ხო საერთოდ მაგიჟებს ან კონტენტი

ვინმესთვის ეს არაფერს ნიშნავს, რომ დააკვირდე კიდე ყველაზე დიდ პრობლემბთან იქნება მომავალში დაკავშირებული. ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი რაც გვაქვს ქართველებს მთელი მსოფლიოსგან რაც განგვასხვავებს და რაზეც უნდა ამოგვდიოდეს მზედამთვარე იმას არ ვუფრთხილდებით და ზოგ შემთხვევაში აბუჩადაც ვიგდებთ იმ ადამიანებს ვინც მის დაცვას ცდილობს
კაცს რომ გაგიტყდება ქართული სიტყვის თქმა იქ უკვე დანძრეული გვაქვს საშვილიშვილოდ
ნატურალური რძის
პროდუქტი - ეს თურმე ქართული წინადადებაა

რატომ არ გინდა თქვა - ბუნებრივი რძის ნაწარმი
ან ეს
გამოყენების წინ გაეცანით
ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
ინსტრუქცია - მოხმარების წერი
დეტალური ინფორმაციის - დაწვრილებითი ცნობების
ხო ხარ ქართველი ეს დედააფეთქებული და ილაპარაკე რა ქართულად, გამოთქვი რა წინადადება თავიდან ბოლომდე ქართულ ენაზე, რა გიტყდება რისი ან ვისი გიტყდება... არ მესმის ადამიანების