"მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის", - როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, ამ მიმართულებით თანხები არ გამოიყოფა. სწორედ პენსიების ზრდა არის ერთ-ერთი სადავო საკითხი ოპოზიციისთვის.
"პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს პარლამენტთან მუშაობის 2-თვიანი პერიოდი. ამ პერიოდში პარლამენტის ყველა შენიშვნას მოვისმენთ და გავაანალიზებთ. რაც იქნება უკეთესი და ეფექტური, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და პარლამენტთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საბოლოო ბიუჯეტს",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
დღეს დილიდან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვები მიმდინარეობს. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჯერ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე განიხილეს, 13:00 საათზე კი განხილვა "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წევრებთან უნდა გამართულიყო, თუმცა მათი გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა.
https://imedinews.ge/ge/ekonomika/31140/gio...ia-ar-gaizrdebaქოც ტვ წყარო,ხო აბა პრემიები და დანამატები ხო კიდე უნდა გაზარდონ? საწყალი პენსიონრები მოკვდნენ შიმშილით,მოდით ქოცებო გააპრავეთ