გამარჯობა! ჯიპის ყიდვას ვფიქრობ ბოლო დროს 5000 დოლარამდე და რომელს მირჩევდით?
თავისთავად ცხადია მუშა მანქანა უნდა იყოს, თხევად გაზზე უნდა მუშაობდეს კარგათ უეჭველი(ეკონომიური რომ იყოს), ნაწილებიც უნდა იშოვებოდეს და ბოლოს, არ მინდა ძაან "ლახანკა", უფრო მინიატურულები მომწონს.
ჯერჯერობით რაც ვნახე აირტეკი დამევასა ყველაზე მეტად მაგრამ როგორი მანქანაა აზრზე არ ვარ(( ასევე იქსტრეილი, რავ 4 და ა.შ.
რაღაც შინაგანი გარდატეხა მოხდა ჩემში, სედანების ატანა არ მაქვს უკვე, ვთვლი რომ მანქანა ყველანაირ გზაზე უნდა დადიოდეს, სოფელშიც , ქალაქშიც და ტალახშიც, ნუ ძაან სასწაულებს არ ვგულისხმოვ რა თქმა უნდა, მინიატურული ჯიპები კი იმიტომ მომწონს, რომ არც სოფლის გზაზე გიღალატებს და არც ქალაქში დაგტანჯავს