თამაშის აღწერა:
ტოტალიტარული სახელმწიფო აკონტროლებს პირადი თუ საჯარო ცხოვრების ყველა ასპექტს...
რეპრესიული კანონები,საყოველთაო თვალთვალი,მკვდარი კონფიდენციალურობა...
მაგრამ თავისუფლება ჯერ ისევ ცოცხლობს!
შენ,სახელმწიფოს მიერ ჩანერგილი,ხარ საცხოვრებელი სახლის მენეჯერი და გევალება მოაგვარო და შეასრულო მაცხოვრებლების პრობლემები და სურვილები, მაგრამ... შენი უპირველესი ამოცანაა თვალყური ადევნო ყველა მაცხოვრებელს,შეაგროვო მათზე ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაასმინო... შენს ხელშია ყველა საშუალება დავალების შესასრულებლად: გაქვს გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს,შეგიძლია კამერების დაყენება,კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩადება სახლში შემდგომი დასმენის მიზნით და ა.შ. სახელმწიფო გაძლევს დავალებებს და დროს ამ დავალებების შესასრულებლად. დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში შენ გეძლევა ჯილდო ფულისა და რეპუტაციის სახით,ხოლო თუ კი დავალება ვერ შეასრულე-გაკლდება ფულიც და რეპუტაცია. ორივე მათგანის ამოწურვის შემთხვევაში პასუხს აგებ...
მაგრამ...
არსებობს მეორე გზა, იყო ადამიანი,გადაარჩინო სხვები და ხელი შეუწყო რევოლუციას.
თამაშის მიმდინარეობა დამოკიდებულია თქვენზე და ყველა არჩევანს აქვს თავისი შედეგი.
[/https://www.youtube.com/watch?v=K7NtUpgDfzE]
This post has been edited by Samsonishe on 28 Nov 2017, 00:51
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)